ვოლტი თბილისშია

Wolt Tbilisi

ვოლტის კურიერი თბილისში

ჰელსინკიში დაარსებული ტექნოლოგიური კომპანია ვოლტი საქართველოში შემოდის. ვოლტი არის აპლიკაცია, რომელიც ადამიანებს ეხმარება ქალაქის საუკეთესო რესტორნებისა და კერძების აღმოჩენაში.

Apple-ის მიერ საუკეთესო აპლიკაციად დასახელებული ვოლტი, ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფინური ბრენდია. ვოლტის გუნდმა მოიზიდა ინვესტიციები ისეთი წარმატებული ადამიანებისგან, როგორებიც არიან არიან: ილკა პაანენი (Supercell-ის დამფუძნებელი), ნიკლას ზენსტრომი (Skype-ის დამფუძნებელი), კეს კოლენი (booking.com-ის ყოფილი CEO) და რისტო სიილასმა (Nokia-ს თავმჯდომარე).

კვების ინდუსტრიამ თბილისში საკმაოდ სწრაფი განვითარება ჰპოვა, რამაც ჩვენს ყოველდღიურობაში დიდი მრავალფეროვნება შემოიტანა და დღეისათვის უკვე შესაძლებელია მსოფლიოს სხვადასხვა სამზარეულოს კერძების ადგილობრივად დაგემოვნება. შესაბამისად, გაიზარდა მოთხოვნა საკვების მიტანის სერვისზეც და ვოლტიც დროულად გამოჩნდა ქალაქში!

რა არის ვოლტი?

ვოლტი არის მობილური აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს სასურველი ან ახალი კერძების პოვნასა და დაგემოვნებაში ეხმარება.

ვოლტის ფუნქციებია: კერძების მიტანა, წინასწარ შეკვეთა, და წაღება. თქვენ შეძლებთ სასურველი კერძის მისატანად შეკვეთას, რომელსაც მოკლე ვადაში ჩვენი კურიერი სახლის კართან მოგიტანთ. ასევე შესაძლებელია თავად მიაკითხოთ არჩეულ კერძს, რომელსაც რესტორანი წინასწარ გაგიმზადებთ.  დამატებით გვაქვს ფუნქცია, რომ წინასწარ, რამდენიმე დღით ადრე გააფორმოთ შეკვეთა, შესაბამისად შეძლებთ ლანჩის ან მეგობრებთან ერთად ვიზიტის წინასწარ დაგეგმვას.

ვოლტის უპირატესობები:

მობილური აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლები აღმოაჩენენ ქალაქის საუკეთესო რესტორნებს, მარტივად შეასრულებენ შეკვეთას და რეალურ დროში მიადევნებენ თვალყურს პროცესს შეკვეთის გაფორმებიდან მის მიღებამდე.

ვოლტის მხარდაჭერის გუნდი, რომელიც უმოკლეს ვადაში პასუხობს ყველა კითხვას და მომენტალურად აგვარებს პრობლემას. ჩვენთვის ყველა შეკვეთა მნიშვნელოვანია, არ ვიყენებთ ავტომოპასუხეს, რადგან მთავარი პრიორიტეტი არის მომხმარებელთან ურთიერთობა და მათ კმაყოფილებაზე პირადად ზრუნვა.

შეფასების სისტემა, რომლის მეშვეობით მუდმივად ვაკონტროლებთ ხარისხს.

ვოლტი თანამშრომლობს ქალაქში ყველაზე პოპულარულ რესტორნებთან, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას ხარისხს აქცევენ.

ვოლტის მობილური აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც ინგლისურ, ასევე ქართულ ენაზეც. აპლიკაციის ქართულად გამოსაყენებლად აუცილებელია თქვენს სმარტფონში მთავარ ენად ქართული აირჩიოთ.

თუ გსურთ პირველმა გაიგოთ ვოლტის სიახლეებისა და აქციების შესახებ, დაგვემატეთ Facebook ჯგუფში – ვოლტის მეგობრები?.