ვოლტით შეკვეთის პროცესი ???

ვოლტი არის აპლიკაცია, რომელიც მარტივად, სახლიდან გაუსვლელად აკავშირებს მომხმარებლებს საყვარელ რესტორნებთან და ეხმარება კერძების აღმოჩენადაგემოვნებაში ?

ვოლტი თანამშრომლობს ქალაქის ყველაზე პოპულარულ, ახალ და ტრენდულ რესტორნებთან, რომელთათვისაც მთავარი პრიორიტეტი ხარისხია ??

აპლიკაციის გამოყენება უმარტივესი პროცესია, ისეთი ხელსაყრელი და გამოსადეგი ფუნქციებით, როგორებიცაა: მიტანის შეკვეთა, წინასწარი შეკვეთა, გამზადებული კერძის თავად წაღება რესტორნიდან და ადგილზე მირთმევა.

ვოლტის აპლიკაციის გახსნისთანავე, თქვენს წინ გაჩნდება ახალი აღმოჩენების სამყარო Discover Tbilisiაღმოაჩინე თბილისი, სადაც განთავსებულია ექსკლუზიური შემოთავაზებები, ახალი რესტორნები, კერძების კატეგორიები და სხვა მრავალი რამ, რაც დაგეხმარებათ მოძებნოთ საინტერესო რესტორნები და კერძები შესაკვეთად ან ადგილზე მისართმევად.

1. მომენტალური შეკვეთა – მომხმარებელი რესტორნის მენიუდან ირჩევს სასურველ კერძს/კერძებს ხელის მარტივი მოძრაობით – მარცხნიდან მარჯვნივ თითის გასმით ან უბრალოდ კერძის დასახელებაზე თითის ერთი დაჭერით. არჩეული კერძების საფასურს იხილავთ აპლიკაციის ქვედა ნაწილში, ლურჯ გრაფაში, სადაც ეწერება გადადით გადახდის გვერდზე. გადახედეთ არჩეულ კერძებს და როდესაც დარწმუნდებით არჩეული პროდუქტების სისწორეში, დააჭირეთ გრაფას გადადით გადახდის გვერდზე 

  • შეკვეთის ტიპში: აირჩიეთ მიტანის სერვისი და მიუთითეთ თქვენი ზუსტი მისამართი. ? მნიშვნელოვანია მისამართის დამატებისას კომენტარის ველში (კომენტარი კურიერისთვის) ჩაწეროთ ისეთი დეტალები, როგორებიცაა: შენობის ნომერი, სადარბაზო, სართული, ბინის ნომერი ან ოფისის სახელი და ა.შ., რათა კურიერმა მარტივად მოგაგნოთ. ეს ველი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, თუ ალერგია ან კვებითი შეზღუდვები გაქვთ, რომ რესტორანმა გაითვალისწინოს ?
  • კომენტარი რესტორანს – ამავე გვერდზე თქვენ გაქვთ საშუალება რესტორანს დაუტოვოთ კომენტარი იმ შემთხვევაში თუ გსურთ კერძის ინგრედიენტებში რაიმე ცვლილების შეტანა. მაგალითად: გთხოვთ დამიმზადეთ ბურგერი ხახვის გარეშე ?
  • გადახდა – ვოლტის აპლიკაციით სარგებლობის შემთხვევაში შეკვეთის საფასურის გადახდა ხორციელდება პლასტიკური ბარათით ?. აირჩიეთ უკვე დამახსოვრებული ბარათი ან დაამატეთ გადახდის ახალი მეთოდი. თქვენ ბარათის მონაცემების ჩაწერა მხოლოდ ერთხელ მოგიწევთ.
  • დადასტურება – აპლიკაციის ქვედა ნაწილში დაინახავთ ლურჯ გრაფაში მოთავსებულ ტექსტს – დადასტურება, მარცხნიდან მარჯვნივ მიმართულებით გააყოლეთ თითი გრაფას და სულ ეს არის! ✅

2. წინასწარი შეკვეთა  – თუ გაქვთ დაგეგმილი საღამო მეგობრებთან ერთად, დაბადების დღე და გსურთ მოგიტანოთ კერძები მოგვიანებით, კონკრეტულ დღეს ან დროს, ეს ფუნქცია თქვენთვისაა!

  • წინასწარი შეკვეთის შემთხვევაში მომენტალური შეკვეთისგან განსხვავებით ცვლით მხოლოდ ერთ გრაფას. შეკვეთის ტიპში, კვლავ ირჩევთ მიტანის სერვისს და ამავე გვერდზე დააკლიკებთ გრაფას წინასწარი შეკვეთისთვის და ჩამონათვალიდან აირჩევთ სასურველ დღეს და დროს (1 კვირის ფარგლებში)?

3. ჩემით წავიღებ – თუ გსურთ მიაკითხოთ უკვე გამზადებულ კერძს რესტორანში და თავად წამოიღოთ, აპლიკაციის საწყისი გვერდიდან აირჩიეთ ფუნქცია წაღება ?

  • გადახდის გვერდზე შეგიძლიათ მიუთითით სასურველი დრო ან გააგზავნოთ მყისიერი შეკვეთა.

4. ადგილზე მირთმევა – შეკვეთის გაფორმების პროცედურა იდენტურია მომენტალური ან წინასწარი შეკვეთისა, ამ შემთხვევაში გადახდის გვერდზე ირჩევთ ფუნქციას ადგილზე. თქვენ უკვეთავთ კერძებს და მიირთმევთ რესტორანში ?

ნებისმიერი  შეკითხვის, კომენტარის ან რჩევის არსებობის შემთხვევაში, ვოლტის მომხმარებლებს აქვთ საშუალება დაუკავშირდნენ მხარდაჭერის გუნდს, რომელიც მომენტალურად მოახდენს რეაგირებას ნებისმიერ საკითხზე ?

ვოლტის სამუშაო საათებია: ორშაბათი – კვირა, 11:00 – 24:00 ?

Happy Wolting ? #woltერი