ვოლტის გმირები

ბლოგი, რომელსაც ახლა კითხულობთ არ არის უბრალო ადამიანებზე. ამ ბლოგში თქვენ გაიცნობთ ვოლტის გმირებს: ადამიანებს, რომლებიც ასე თავდაუზოგავად და გმირულად იბრძვიან ფრონტის პირველ ხაზზე, წვიმაში, ქარში, გაუსაძლის სიცხეში ან სიცივეში. ისინი მუდამ ჩვენ გვერდით არიან და ჩვენც მუდამ გვაქვს მათი იმედი ? ?‍♂️ ?

ბლოგის მიზანია უკეთ გაგაცნოთ კურიერები, რომლებსაც ყოველდღიურად ხვდებით ვოლტით შეკვეთისას. მოსაყოლიც ძალიან ბევრი გვაქვს და ასეთი გმირიც უამრავი გვყავს. გადავწყვიტეთ ამ ეტაპზე რამდენიმე მათგანი გაგაცნოთ ?

მერი კაჭარავა ⭐️

მერის ახლა ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და გარდამავალი პერიოდი აქვს. ის აბიტურიენტია და წელს ცხოვრების ახალ ეტაპს იწყებს, დასაწყისი კი საკმაოდ იმედის მომცემი ჩანს. მერი უკვე 2 თვეა ვოლტის სუპერ გმირია ??. ამ პერიოდში დაამთავრა საშუალო სკოლა და ახლა უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრადაც ემზადება, თუმცა ეს ხელს არ უშლის დღის ნაწილი ჩვენ გვერდით გაატაროს და თავისი მოპედით შემოირბინოს თბილისის უბნები ^_^

ვოლტის შესახებ ინსტაგრამიდან იმ დროს გაიგო, როდესაც საკუთარი მოპედი შეიძენა. მეგობრის რჩევით კურიერის პოზიციაზე განაცხადი გამოგვიგზავნა და ასე დაიწყო მისი კარიერაც ?

მერისთან საუბრისას ვცდილობდი გამეგო ასეთი გამბედაობა ამ ასაკში როგორ აღმოაჩნდა და უამრავი შეკითხვა დავუსვი, თითოეული პასუხი კი უფრო და უფრო გაუგებრობაში მაგდებდა და განცვიფრებული ვუსმენდი ? მოპედის სიყვარული ბავშვობიდან აქვს. მამას მოტო ჰყავდა და მერიმაც, როგორც კი 18 წელი შეუსრულდა, საკუთარი მოპედი მიიღო საჩუქრად. ახლა მათ სახლში 4 მოპედი ცხოვრობს, თანაც საკმაოდ აქტიური ცხოვრებით. მამამ და ძმამ მართვა ასწავლეს და სულ რაღაც 2 კვირის შემდეგ ვოლტში აღმოჩნდა. ახლა უკვე ჩვენი ნამდვილი Super Woman-ია, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ პატარა საგზაო ინციდენტმაც ვერ შეგვიშინა და მეორე დილით საკუთარი დაჟინებული სურვილით ისევ გავიდა ქალაქში და განაგრძო სამუშაოს შესრულება ??

გარდა სუპერგმირობისა, მერი საკმაოდ საინტერესო პროფესიითაა დაკავებული, ის 5 წლიდან მისდევს ლათინო-ამერიკულ ცეკვებს და გაჩერებას არ აპირებს. ალბათ ამით აიხსნება მისი ენერგიულობა ?? სწავლის გაგრძელებას ჟურნალისტიკის მიმართულებით გეგმავს, ესეც ცხადად მეტყველებს მის ხასიათზე. ვოლტში ასაკით ერთ-ერთი ყველაზე პატარა, მაგრამ ძალიან ენერგიული გოგოა, დიდი გეგმებით და საინტერესო მომავლით.  You go Meri! ?

დავით რთველაძე ?

დავითი 2 შვილის გმირი მამაა და სულ მალე მესამეც შეემატება მის ოჯახს. დავითი ჩვენთან დიდი გამოცდილებით და წარმატებული კარიერით მოვიდა, ახლა კი ვოლტთან ერთად ახალ ისტორიას ქმნის. ეს ის კურიერია, რომელსაც ყველაზე უკიდურეს სიტუაციებშიც თვალდახუჭული ვენდობით ჩვენც და მომხმარებელიც. ამბობს, რომ რაც ვოლტი გამოჩნდა მის ცხოვრებაში აღარაფრის ეშინია – ვოლტსაც იგივე შეუძლია თქვას ?. დავითს გამორჩეული ჰობი აქვს და უკვე თავის პატარებსაც გაუღვივა ცხენოსნობის სიყვარული. თუკი ეს ადამიანი თქვენს კარს მოადგება, იცოდეთ, რომ თქვენმა შეკვეთამ ღირსეულად იმგზავრა და მოაღწია თქვენამდე ?

გიორგი ჩუბინიძე ?

ვიცნობდეთ და პატივს ვცემდეთ, გიორგის ✋?. ამ ადამიანს ერთგვარი ნიჭი აქვს გამოუვალი მდგომარეობიდან ყველაზე მარტივი და ეფექტური გამოსავალი იყოს, მონახოს კი არა, თავად იყოს ხშირად ეს გამოსავალი ?. 2010 წლიდან ჯავახიშვილის, შემდეგ კი ილიას უნივერსიტეტის სტუდენტია. გიორგის მიზანია წარმატებით დაამთავროს უნივერსიტეტი და ბევრი იმოგზაუროს ✈️

დათო ფარჯიანი ?‍♂️

დათო მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული პიროვნებაა,? ძალიან კარგად მღერის, ხატავს და ძერწავს. საკუთარი თავის, ვოლტის კურიერის პერსონაჟიც აქვს გამოძერწილი.

დათო აქტიური სტუდენტია. მონაწილეობას იღებს ყველა სპორტულ ღონისძიებაში, ის უნივერსიტეტის გუნდის კაპიტანიცაა. ჩვენი მიზანდასახული ვოლტერი, შემოსავლის ნაწილს აგროვებს დიდი და ამბიციური მიზნისთვის. ის გეგმავს პიცერიის გახსნას და მომავალში შესაძლოა საკუთარი კვების ობიექტითაც შემოგვიერთდეს ?

დათოს შეკვეთები ხან ავტომობილით და ხან ველოსიპედით მიაქვს. საცობის დროს კი მანქანას აჩერებს და ველოსიპედით აგრძელებს მოგზაურობას ?‍♂️ ?

Happy Wolting ?