ვოლტი მავნე გამონაბოლქვით მიყენებულ ზიანს 100%-ით აკომპენსირებს

ვამაყობთ, რომ South Pole-თან თანამშრომლობით შევძელით ავანაზღაუროთ ყველა წარსული, მიმდინარე თუნ მომავალი შეკვეთით გარემოზე მიყენებული ზიანი. თქვენთვის, როგორც მომხმარებლისთვის, ეს არავითარ დამატებით დანახარჯს არ უკავშირდება. ამ ხარჯებს ვოლტი სრულად ფარავს.

რატომ ვანაზღაურებთ ნახშირორჟანგის ემისიას?

მიზეზი ორი ფაქტორიდან გამომდინარეობს – რა თქმა უნდა გარემოზე ზრუნვა, მაგრამ ასევე ბიზნესიც. გარემოს დაცვის თვალსაზრისით, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა გვიბიძგებს მივიღოთ ზომები და შევებრძოლოთ კლიმატის ცვლილებას. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხე, რომლის წინაშეც კაცობრიობა დგას. ბიზნესის მხრივ კი, ჩვენ გვჯერა, რომ ასეთი გადაწყვეტილებები ნებისმიერი კომპანიისთვის კონკურენტული უპირატესობაა. ჩვენ შემთხვევაში, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია მომხმარებელმა იცოდეს, რომ გარემოზე მავნე ზემოქმედების გარეშე შეუძლია გამოიძახოს საჭმელი. გვჯერა, რომ ეს ბევრისთვის მნიშვნელოვანია.

როგორ ვაკეთებთ ამას?

იმისათვის რომ საკმარისი რაოდენობის კომპენსაცია შევძლოთ, უაღრესად მნიშვნელოვანია ზუსტად განვსაზღვროთ თუ რა რაოდენობის ნახშირორჟანგი გამოიყოფა ვოლტით განთავსებული შეკვეთის შესრულებისას. ამის დასადგენად, განვსაზღვრეთ თუ რომელი სატრანპორტო საშუალება რა რაოდენობის სათბურის გაზს გამოჰყოფს. გამოყოფილი ნახშირორჟანგის კომპენსაციას კი სერტიფიცირებულ პროექტებში ჩართვით ვახორციელებთ. დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე: wolt.com/ka/responsibility/co2 

აღნიშნულ პროექტს ჩვენი პარტნიორის, South Pole-ის გუნდთან, თანამშრობლობით ვაფინანსებთ. South Pole კლიმატის ინდუსტრიის ლიდერია, რომელიც 2006 წლიდან აქტიურად მუშაობს ატმოსფეროში გაზრდილი ნახშიროჟანგის შემცირებაზე სხვადსხვა ორგანიზაციებთან თუ მთავრობებთან ერთად. South Pole ასევე გაეროს Global Compact-სა და ევროკავშირის KIC წევრია. როგორც International Carbon Reduction and Offset Alliance (ICROA)-ს წევრი, მათი ყველა პროექტი დამტკიცებულია საერთაშორისო სტანდარტებით და არის ქმედითი, აღრიცხვადი და სანდო. South Pole არაერთხელ იქნა კლიენტებისა და ინდუსტრიის მნიშვნელოვანი მოთამაშეების მიერ აღიარებული, როგორც საუკეთესო პროექტის დეველოპერი (2011-2019 წწ.).

უკანასკნელი 13 წლის განმავლობაში South pole-მა თავის პარტნიორებთან ერთად უაღრესად მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა მოახდინა გარემოზე:

  • დაეხმარა კლიმატის ცვლილების გამო დაზარალებულ 20 მილიონ ადამიანს.
  • შეაჩერა 170 მილიონ ტონაზე მეტი CO2 გამოყოფა ატმოსფეროში.
  • სატყეო და სოფლის მეურნეობის სფეროში განავითარა 700-ზე მეტი პროექტი და აღადგინა 55 000 კვადრატული კილომეტრი მიწის ფართობი.

თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდებათ ამ თემასთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ ჩვენი მხარდაჭერის გუნდს ან მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე responsibility@wolt.com

ჩვენ ვცდილობთ ვიზრუნოთ გარემოზე ☘️

დაწვრილებითი ინფორმაცია ამ თემასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე: wolt.com/ka/responsibility/co2