KFC-ისა და ვოლტის კამპანიის წესები და პირობები

  1. წამახალისებელი კამპანიის ორგანიზატორი:

საიდენტიფიკაციო კოდი: 405260042

დასახელება: შპს ვოლტ ჯორჯია

  • წამახალისებელი კამპანია:

იხრაშუნე მთელი კვირა

დაისვენე შაბათკვირას!

  • წამახალისებელ კამპანიაში მონაწილეობის პირობები:

წამახალისებელ კამპანიაში ავტომატურად მონაწილეობას იღებს ყველა მომხმარებელი,  რომელიც განათავსებს 27 ლარზე მეტი ღირებულების შეკვეთას ვოლტის აპლიკაციაში და შეუკვეთავს KFC მენიუდან წარმოდგენილ ნებისმიერ პროდუქტს/პროდუქტებს. (*ქვემოთ ნახსენები „შეკვეთა“ ავტომატურად გულისხმობს 27 ლარზე ზემოთ განთავსებულ KFC პროდუქტების შეკვეთას ვოლტის აპლიკაციაში/საიტზე.)

  • წამახალისებელ კამპანიაში ერთი მომხარებელი მხოლოდ ერთხელ ხდება გამარჯვებული, მე-2-ჯერ გამარჯვების შემთხვევაში გამარჯვებული ავტომატურად ხდება მე-2 ადგილზე გასული პირი, თუ მე-2 ადგილას გასული პირი უკვე გამარჯვებულია, გამარჯვებული ავტომატურად ხდება მე-3 ადგილას გასული პირი და ა.შ
  • წამახალისებელ კამპანიაში გამარჯვებული ხდება ის მომხმარებელი, რომელიც განათავსებს ყველაზე ბევრ შეკვეთას ვოლტის აპლიკაციის მეშვეობით ერთი კვირის განმავლობაში.
  • წამახალისებელი კამპანიის ფარგლებში ჯამში გაიცემა 7 საჩუქარი, საპრიზო ფონდის ღირებულება არ აღემატება 2000 ევროს ექვივალენტს ლარში.
  • კამპანიის დაწყების თარიღი: 2020 წლის 23 ივლისი, დასრულების თარიღი: 2020 წლის 11 სექტემბერი.
  • ერთი გამარჯვებული გამოვლინდება ყოველ პარასკევს. პირველი გამარჯვებული გამოვლინდება: 31 ივლისს, მე-2 გამარჯვებული 7 აგვისტოს, მე-3 გამარჯვებული 14 აგვისტოს, მე-4 გამარჯვებული – 21 აგვისტოს, მე-5 გამარჯვებული 28 აგვისტოს, მე-6 გამარჯვებილი – 4 სექტემბერს, მე-7 გამარჯვებული – 11 სექტემბერს.
  • გამარჯვებული გამოვლინდება კვირის მანძილზე განთავსებული შეკვეთების რაოდენობის მიხედვით: პირველი გამარჯვებული გამოვლინდება 23 ივლისიდან 29 ივლისის ჩათვლით დაგროვილი (30 ივლისამდე) შეკვეთების რაოდენობის მიხედვით. მე-2: 30 ივლისიდან – 6 აგვისტომდე, მე-3: 6 აგვისტოდან – 13 აგვისტომდე, მე-4: 13 აგვისტოდან – 20 აგვისტომდე, მე-5: 20 აგვისტოდან – 27 აგვისტოსტომდე, მე-6: 27 აგვისტოდან – 3 სექტემბრამდე, მე-7: 3 სექტემბრიდან – 10 სექტემბრამდე
  • იმ შემთხვევაში თუ რამდენიმე მომხმარებელს დაუგროვდა ერთი და იგივე რაოდენობის შეკვეთა, გამარჯვებულად ჩაითვლება ის მომხმარებელი რომელის მიერ განხორციელებული შეკვეთის ღირებულება მეტია. თუ ღირებულებაც თანაბარია გაიმარჯვებს ის მომხარებელი, რომელიც აღნიშნული თანაბარმდგომარებაში მყოფი მომხარებლებიდან განათავსებს პირველი შედგომ შეკვეთას უახლოეს პერიოდში.  
  • გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები: თითოეულ გამარჯვებულს გადაეცემა ერთდღიანი ორკაციანი საგზური საქართველოს სასტუმროებში. *საგზური მოიცავს სასტუმროშიგანთავსების და საუზმის ღირებულებას ერთი ღამით ორ პერსონაზე, და არ მოიცავსმგზავრობის და სხვა დამატებითი მომსახურების ღირებულებას. 
  • პრიზები წარმოადგენს შემდეგ სასტუმროებში განთავსებას, შესაბამისი თანმიმდევრობით:

1. ლოპოტა რეზორტი 

2. კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტი

3. სასტუმრო ჰილტონი ბათუმი

4. ქრაუნ პლაზა ბორჯომი სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი

5. ამბასადორი კაჭრეთი

6. რუმს ჰოუთელ ყაზბეგი

7. კურორტი მწერლები 

  1. გამარჯვებულს დაუკავშირდება ვოლტის წარმომადგენელი კვირის გამარჯვებული გამოვლენიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღეში და სასურველ მეილზე გაუგზავნის მოგებულ საჩუქარს. იმ შემთხევაში, თუ მომხმარებელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, რაც გულისხმობს  მინიმუმ 3 სატელეფონო ზარს, ელ-ფოსტის და SMS შეტყობინებას, საჩუქარის გადაცემა არ მოხდება სხვა პირზე. საჩუქრის მიღება მომხმარებელს შეუძლია მოგებიდან არაუმეტეს 30 დღის მანძილზე.
  2. საჩუქრის გამოყენება შესაძლებელი იქნება შეთანხმებულ თარიღებში, არაუმეტეს მოგებიდან 30 დღის განმავლობაში.
  3. გამარჯვებულთა სია გამოქვეყნდება ვოლტის ოფიციალურ ბლოგზე: https://wolt.com/blog/hq/2020/07/23/kfc-wolt/ , სია განახლდება 2 დღეში ერთხელ მითითებულ პლატფორმაზე.
  4. გამარჯვებულთა სიაში მომხმარებელი საკუთარი თავის იდენტიფიცირებას შეძლებს ვოლტზე დარეგისტრირებული მეილის საშუალებით (მეილის რამდენიმე სიმბოლო იქნება დაფარული). მომხარებელთა სია შედგება რიგითობის მიხედვით, შესაბამისად მომხმარებელი, რომელსაც ყველაზე მეტი შეკვეთა ექნება განხორციელებული მოექცევა სიის სათავეში. მომხმარებლები, რომელთაც განხორციელებული ექნებათ თანაბარი რაოდენობის შეკვეთა, სიაში უფრო მაღალ პოზიციას დაიკავებენ ვოლტის აპლიკაციაში უახლესი რეგისტრაციის თარიღის მიხედვით.
  5. წამახალისებელ კამპანიაში მონაწილედ არ შეიძლება გამოვლინდეს შპს ვოლტის და KFC თანამშრომელი, ან შპს ვოლტის პარტნიორი კურიერი.
  6. წამახალისებელ კამპანიაში მონაწილეობის სურვილის არ ქონის ან გამოთიშვის შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ მონაწილეს, რომელიც ვოლტის აპლიკაციის, ან ვოლტის აპლიკაციაში მითითებული მეილის საშუალებით, შესაბამისი თხოვნით მიმართავს შპს ვოლტს. გამოთიშვა მოხდება არაუმეტეს 5 დღის განმავლობაში.

სია: