საახალწლო საჩუქრების ტოპ ათეული Wolt-ისგან

გვესმის, საჩუქრის შერჩევა იოლი არასდროს ყოფილა, წელს კი ეს პროცესი ნამდვილ გამოწვევად იქცა – ჯერ მარტო მოფიქრება რად ღირდა, ახლა კი ამ ყველაფერს საჩუქრის ყიდვასთან დაკავშირებული სტრესიც ემატება. ჩვენ შევეცდებით დაგეხმაროთ, თან ორივე მიმართულებით  – იდეებსაც მოგაწვდით და იმასაც გეტყვით როგორ შეიძინოთ. ნუ, პრინციპში, მეორე ყველაზე მარტივია – ყველაფერი, რასაც ჩვენს ათეულში ნახავ და ათასობით სხვა საჩუქარი შეგიძლია Wolt-ით შეუკვეთო და სულ რაღაც 30-40 წუთში სასურველ მისამართზე მიიღო. თან, ახალი წლის წინა დღეებში მიტანის სერვისიც უფასო იქნება. 

ახლა კი რაც შეეხება იდეებს – 10 საუკეთესო საჩუქარი ძვირფასი ადამიანებისთვის ჩვენი აზრით ასე გამოიყურება:

1. თუ ის, ვისთვისაც საჩუქარს ეძებ ჩაის გურმანია, მაშინ გირჩევთ  Wolt-ზე აღმოაჩინო Palais des thes. ეს ჩაის მაღაზია უმაღლესი ხარისხის ჩაის და ჩაის აქსესუარების ასორტიმენტით ნამდვილად გაგაკვირვებს. აქვე ნახავ სპეციალურ, საშობაო კოლექციას, საიდანაც ღირსეული საჩუქრის შერჩევა არ გაგიჭირდება. ჩვენ 54 პაკეტისგან შემდგან ჩაის საშობაო ნაკრებს გირჩევდით 🫖

ფასი: 116 ლარი

ბმული: https://wolt.com/ka/geo/tbilisi/restaurant/palais-des-thes

Palais des Thes

2. ვისკის საჩუქრად მიღება ყველა კაცს უხარია, იმათაც კი, ვინც საერთოდ არ სვამს 🙂 GD Alco-ს მაღაზია Wolt-ზე სავსეა საახალწლო შეთავაზებებით, ფასდაკლებებითა და საჩუქრებით, აუცილებლად ნახე. ჩვენ კი 18 წლიანი დაძველების ვისკის Glenfiddich-ს გირჩევთ, რომელსაც საჩუქრად ისეთი მაგარი ჩანთა მოჰყვება, რომ ძნელია თქვა რომელი უფრო კარგი საჩუქარია – ვისკი თუ ჩანთა 🥃

ფასი: 209.90 ლარი

ბმული: https://wolt.com/ka/geo/tbilisi/restaurant/gd-alco

GD Alco, Glenfiddich

3. თუ გინდა, შენს საყვარელ ადამიანს დიდხანს გაახსენდეს რა ჯადოსნური საჩუქარი მიიღო შენგან ახალ წელს, გირჩევთ Yves Rocher-ის მაღაზიაში შეიხედო. აქ თავის მოვლის საშუალებების დიდი არჩევანი, საუკეთესო ფასები და საშობაო კოლექცია გელოდება. ჩვენი არჩევანი კი შხაპის გელის 6 ცალიან ნაკრებზე შეჩერდა ულამაზეს საახალწლო შეფუთვაში 🧴

ფასი: 37.80

ბმული: https://wolt.com/ka/geo/tbilisi/restaurant/yves-rocher

Yves Rocher

4. წინდა ყოველთვის ძალიან საჭირო და პრაქტიკული საჩუქარია. თან თუ ეს AlterSocks-ის წინდაა, საჩუქარი გარანტირებულად გაამართლებს. ათობით ახალი და ძველი, უკვე კლასიკად ქცეული დიზაინის წინდა Wolt-ზე AlterSocks-ის მაღაზიაში დაგხვდება. ჩვენ არჩევანს მაინც ხინკლებიან წინდაზე შევაჩერებდით 🧦

ფასი: 8.50 ლარი

ბმული: https://wolt.com/ka/geo/tbilisi/restaurant/altersocks

AlterSocks

5. თუ გინდა შენ საყვარელ ადამიანს ახალი წელი ტკბილად მიულოცო, Chicolli-ს ხელნაკეთ შოკოლადზე უკეთეს საჩუქარს ვერ შეარჩევ. სასაჩუქრე ყუთი სავსე ნაირ-ნაირი შოკოლადებით და მენდიანტებით შოკოლადის მოყვარულებისთვის საჩუქარი კი არა, ნამდვილი დღესასწაულია 🍫

ფასი: 74 ლარი

ბმული: https://wolt.com/ka/geo/tbilisi/restaurant/chicolli

Chicolli

6. თუ საჩუქარს ყავის მოყვარულისთვის არჩევ Meama-ს საახალწლო ნაკრებებზე უკეთესი რამე შეიძლება იყოს?  ყავის აპარატი, მეტალის საფირმო ჭიქა და ყავის 60 კაფსულა, თან დიდი ფასდაკლებით, მართლა დაუვიწყარი საჩუქარი იქნება ☕️

ფასი: 280 ლარი (ნაცვლად 380 ლარისა)

ბმული: https://wolt.com/ka/geo/tbilisi/restaurant/meama-saburtalo

7. თუ გინდა, რომ შენ საყვარელ ადამიანს თავისი ფლეილისტი ყველგან თან ჰქონდეს, Apple City-ში მისთვის ბევრი საინტერესო საჩუქრის ვარიანტი დაგხვდება. ჩვენ პატარა, მაგრამ მძლავრ უსადენო სპიკერს JBL-ის GO 2-ს გირჩევდით 📱 🎧

ფასი: 129 ლარიბმული: https://wolt.com/ka/geo/tbilisi/restaurant/apple-city

Apple City

8. 8000 მოსავალში ათეულობით მცირე მარნის ძალიან საინტერესო ღვინის შერჩევა შეგიძლია, თან საახალწლო ფასდაკლებით. ერთერთი რჩეული ვარიანტი არის გურამიშვილის მარნის საფერავი აისვაინი 🍷

ფასი: 35.85

ბმული: https://wolt.com/ka/geo/tbilisi/restaurant/8000-vintages-tabukashvili

8000 Vintages

9. სახლის აქსესუარი ყოველთვის გამართლებული საჩუქარია, ასე ვთქვათ უსაფრთხო ვარიანტი. სახლის აქსესუარებს Mobler-ში შეარჩევ – აქ ჭურჭლის, ლარნაკების და სხვა აქსესუარების ძალიან ფართო არჩევანი დაგხვდება. ჩვენ Mobler-ის ჭრელი და დეკორატიული ბალიშები მოგვწონს, შენ? 🏠

ფასი: 25 ლარი

ბმული: https://wolt.com/ka/geo/tbilisi/restaurant/mobler-yazbegi

10. და, რა თქმა უნდა, არ დავივიწყოთ, რომ წიგნი საუკეთესო საჩუქარია. აუცილებლად შეიხედე Biblus-ში Wolt-ზე, სადაც შენი რჩეულის ინტერესების შესატყვის წიგნს ნამდვილად იპოვი. თუ გინდა ამ გრძელ უქმეებზე ჩასაჯდომი, ნამდვილად ძალიან გემრიელი საკითხავი შეარჩიო, მაშინ ჩვენ თემურ ბაბლუანის ბესტსელერ რომანს “მზე, მთვარე და პურის ყანა”-ს გირჩევდით 📚

ფასი: 14.90

ბმული: https://wolt.com/ka/geo/tbilisi/restaurant/biblusi-paliashvili

Biblusi

ბედნიერ 2021 წელს გისურვებთ 💙