რამე ისეთი…

საინტერესო კერძების ტოპ-12 Wolt-ზე 💙

ხშირად გინდა რამე ისეთი, მაგრამ არ იცი რა შეუკვეთო? რაღაც საინტერესო და ახალი, მაგრამ ვერ რისკავ გასინჯვას? მოდი ჩვენ დაგეხმარებით და წარმოგიდგენთ საინტერესო რესტორნებსა და კერძებს, რომელიც Wolt-ით შეგიძლია შეუკვეთო და ისიამოვნო.

მაშ ასე, რამე ისეთი Wolt-ის რეკომენდაციით 👇🏻

1. Jekuna ვეგანებისა და ვეგეტარიანელებისთვის ნამდვილი აღმოჩენა შეიძლება გახდეს. ეს რესტორანი ვიეტნამურ ვეგანურ და ვეგეტარიანულ კერძებს გთავაზობთ, რომელთა ძირითადი ინგრედიენტი ჯეკფრუტია. Jekuna-ს ჯეკბურგერს კი ერთხელ თუ გასინჯავ, გარწმუნებთ, ის შენ ფავორიტ კერძებს შორის ადგილს საიმედოდ დაიმკვიდრებს.

ბმული: https://wolt.com/ka/geo/tbilisi/restaurant/jekuna

2. შოთი – ამ რესტორანში ყველა კერძი თონეში გამომცხვარ უგემრიელეს შოთებში იდება. არის შოთის ხორციანი და ვეგეტარიანული ვარიანტები.  საუზმეც კი შოთებში მოდის. ჩვენ გირჩევთ სცადო გამომცხვარი ღორის ნეკნები ღოღნაშოს ტყემლით. და არ დაგავიწყდეს გაგვიზიარო შენი შთაბეჭდილებები ვოლტის მეგობრების ჯგუფში.

ბმული: https://wolt.com/ka/geo/tbilisi/restaurant/shoti

3. Wok House – აზიური სამზარეულოს გამარტივებულ მენიუს გთავაზობს. ბრინჯი, ლაფშა და ბაო ბანები. თუ ეს უკანასკნელი ჯერ არ გაგისინჯავს, აუცილებლად სცადე – ეს ხორცი, ბოსტნეული და აზიური სანელებლებია ორთქლზე მომზადებულ პურში. Wok House-დან შეგიძლია შეუკვეთო ბაო ბანი ღორის ხორცით, ქათმით ან ორაგულით.

ბმული: https://wolt.com/ka/geo/tbilisi/restaurant/wok-house

4. Seoul კორეული რესტორანია. თუ აზიური სამზარეულო გიყვარს, მაგრამ კორეული კერძები ჯერ არ გაგისინჯავს, წინ საინტერესო გამოცდილება გელის. კორეული სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ჯანსაღადაა მიჩნეული, კერძები ძალიან მარტივია, ძირითადი ინგრედიენტი ბოსტნეულია, უნიკალური კერძი კი კიმჩია, რომელიც ბოსტნეულის ფერმენტირებით მზადდება. Seoul-ის კიმჩი აუცილებლად უნდა გასინჯო, თუმცა მასთან ერთად ჩვენ ბიბიმბაპის გასინჯვასაც გირჩევთ სოიოს წვნიანით (Bibimbap with Soybean Soup).

ბმული: https://wolt.com/ka/geo/tbilisi/restaurant/restaurant-seoul

5. იცოდი, რომ Wolt-ით შეგიძლია ხამანწკებიც შეუკვეთო? Oyster Bar ხამანწკების 6 ცალიან სეტებს გთავაზობს. ოღონდ, არ დაგავიწყდეს, ხამანწკებს თავად Oyster Bar-ის წარმოების ვაშლის სიდრი გამორჩეულად უხდება.

ბმული: https://wolt.com/ka/geo/tbilisi/restaurant/oyster-bar

6. თუ აზიური კერძები გიყვარს Green Chilli Restaurant-ის ინდო-ჩინური სამზარეულო აუცილებლად უნდა გასინჯო. აქ შეგიძლია შეუკვეთო, როგორც პოპულარული ჩინური და ინდური კერძები, ასევე ისეთებიც, რომელსაც ქართული აზიური რესტორნების მენიუში იშვიათად შეხვდები, მაგალითად, როგორიცაა რაიტა და ბერიატი. ჩვენ არჩევანი ვეგეტარიანულ ტიკა მასალაზე შევაჩერეთ – Paneer Tikka Masala დამარინადებული ინდური ხაჭოა ტომატის ცხარე სოუსში. ამ კერძისთვის საუკეთესო გარნირი მოხარშული ბრინჯია.

ბმული: https://wolt.com/ka/geo/tbilisi/restaurant/green-chili-restaurant

7. თუ სენდვიჩები შენი ვნებაა, Bread-ის სენდვიჩები აუცილებლად უნდა გასინჯო. ჩვენი რეკომენდაცია კრემ ყველი, პროშუტო და ტრუფელის პასტაა უსაფუარო ნახშირის პურში. ვფიქრობთ ძალიან მოგეწონება.

ბმული: https://wolt.com/ka/geo/tbilisi/restaurant/bread

8. მუხუდო ვეგეტარიანელების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი რესტორანია თბილისში. აქ მხოლოდ ერთ კერძს ამზადებენ, სამაგიეროდ ამზადებენ შესანიშნავად. ეს უგემრიელესად შეზავებული ფალაფელის ვრაპია. თუმცა სულაც არ არის აუცილებელი ვეგეტარიანელი იყო, რომ ეს მადიანი ვრაპი შენი ფავორიტი კერძი გახდეს. აუცილებლად სცადე!

ბმული: https://wolt.com/ka/geo/tbilisi/restaurant/muhudo

9. თუ კეტო დიეტას მიჰყვები, ვოლტზე კეტო კერძებსაც იპოვი. კეტომანიაში თითქმის ყველა პოპულარული კერძის კეტო-ვერსიაა წარმოდგენილი – კეტო პიცა, კეტო ფახიტასი და კეტო ტოლმაც კი.

ბმული: https://wolt.com/ka/geo/tbilisi/restaurant/ketomania

10. მსუბუქი და საინტერესო კერძებისთვის აუცილებლად შეიხედე იტალიურ რესტორან Ambrosiano-ში, რომლის საუცხოო სალათებით უნდა მოიხიბლო. გირჩევთ გასინჯო სპეკის სალათი პომიდვრის ჩირით და არტიშოკით, თუმცა აქ სხვა მრავალ გამორჩეულ, ავთენტურ იტალიურ კერძსაც აღმოაჩენ.

ბმული: https://wolt.com/ka/geo/tbilisi/restaurant/ambrosiano

11. თუ თან რამე მშობლიური, თან რამე ისეთი გინდა, გირჩევთ შეიხედო რესტორანში ღომი და ყველი. აქ ღომის იმდენი საინტერესო ვარიაცია დაგხვდება, რომ სურვილს აუცილებლად დაიკმაყოფილებ. ჩვენი რჩევაა არ გამოტოვო შემწვარი ღომი და სულგუნი, დესერტად კი ადესის და ხაჭოს დესერტს გირჩევდით, სადილის აღმაფრთოვანებელი დასასრულისთვის.

ბმული: https://wolt.com/ka/geo/tbilisi/restaurant/ghomi-da-kveli-vake

12. ონორეს მწვადი გასინჯული თუ არა, გაგონილი აუცილებლად გექნება. თუმცა, ჩვენ გირჩევთ გასინჯო ქათმის ღვიძლი ქლიავით ღვინის სოუსში, რომელიც თავად ონორეს მწვადსაც კი დაგავიწყებს და შენი ერთ-ერთი რჩეული კერძი აუცილებლად გახდება.