ვოლტი – 3 წელი საუკეთესო ადამიანებთან ერთად!

ვოლტი საქართველო 3 წლის გახდა!

ზუსტად სამი წლის წინ, 2018 წლის 11 მაისს, ვოლტმა ოპერირება საქართველოში დაიწყო. ფინური ტექნოლოგიური კომპანია ვოლტისთვის საქართველო იყო მერვე ქვეყანა, რომელშიც ის დაარსებიდან მეხუთე წელს შევიდა. 

ამ სამ წელიწადში ჩვენ გამოწვევებით სავსე და, ამავდროულად, ძალიან საინტერესო განვითარების გზა გავიარეთ. ვოლტი თავდაპირველად მხოლოდ თბილისში ოპერირებდა და მომხმარებელს რესტორნებიდან კერძების შეკვეთის სერვისს სთავაზობდა. ვოლტმა ძალიან მალე მოიპოვა ათასობით მომხმარებლის ნდობა და ის მათ საყვარელ ბრენდად იქცა.

ვთვლით, რომ ვოლტის ბაზარზე წარმატებულ შესვლას ბევრი წინაპირობა ჰქონდა, მათ შორის: მოსახერხებელი აპლიკაცია, შეკვეთის განთავსების სიმარტივე და გამჭირვალობა, მიტანის სწრაფი სერვისი, მხარდაჭერის გამართული სამსახური და, რაც მთავარია, ჩვენი მუდმივი სწრაფვა განვითარებისკენ.

თბილისში წარმატებულ გაშვებას მოჰყვა ბათუმში და ქუთაისში შესვლაც. ოპერირების დაწყებიდან მეორე წელს კი ჩვენი საქმიანობა გაფართოვდა და მომხმარებელს არა მხოლოდ რესტორნებიდან, არამედ სუპერმარკეტებიდან, აფთიაქებიდან, წიგნების, ყვავილების, ტექნიკის და მრავალი სხვა მაღაზიიდან პროდუქტების შეკვეთის სერვისიც შევთავაზეთ. 

„ჩვენ გავიარეთ გამოწვევებით სავსე, ძალიან საინტერესო 3 წელი. ვთვლი, რომ ყველა გამოწვევა დავძლიეთ და, რაც მთავარია, მიუხედავად სწრაფი ზრდისა, შევინარჩუნეთ მომსახურების მაღალი სტანდარტი. ჩვენ ეს შევძელით, რადგან ეს 3 წელი საუკეთესო ადამიანებთან ერთად გავატარეთ – ჩვენს არაჩვეულებრივ გუნდთან, პარტნიორ კურიერებთან, პარტნიორ რესტორნებთან და სხვა სავაჭრო ორგანიზაციებთან, და, რაც მთავარია, ჩვენს მომხმარებლებთან, ვოლტერებთან ერთად. დიდი მადლობა თითოეულ მათგანს თანამშრომლობისთვის, ნდობისთვის და ერთგულებისთვის!“ – ასე აფასებს განვლილ სამ წელს ვოლტის რეგიონალური გენერალური მენეჯერი, ნატალია ხიზანიშვილი.

ვოლტი მსოფლიოს 23 ქვეყანაში ოპერირებს, მათ შორის საქართველო ზრდის ტემპის მაჩვენებლით პირველ ათეულშია. უკვე მიყოლებით ორი წელია ვოლტი Golden Brand-ის ტიტულით ჯილდოვდება. ჩვენი გუნდი ძალიან ამაყობს მიღწეული შედეგებით და ამბიციური სამომავლო გეგმებიც გვაქვს. რამდენიმე დღის წინ ვოლტის ქალაქების სიას წყნეთიც შეემატა. უახლოეს დღეებში კი ვოლტი ოპერირებას რუსთავშიც დაიწყებს.

ასე რომ, მაისი ვოლტის თვეა და მისი ყოველი დღე  აქციებით, ფასდაკლებებითა და უფასო მიტანით იქნება სავსე. მთელი თვის მანძილზე ვოლტი დაბადების დღესთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტივობებით გაგანებივრებთ. დაბადების დღის ფარგლებში ყოველდღე აპლიკაციაში განსხვავებული კამპანია შეგიძლია აღმოაჩინო: 2+1, 1+1, -30%–50% ფასდაკლება და შეუკვეთო, როგორც შენი საყვარელი რესტორნებიდან, ასევე სუპერმარკეტებიდან, საკონდიტროებიდან და სხვა მრავალი მაღაზიიდან. 

ერთად აღვნიშნოთ ვოლტის დაბადების თვე. გამოგვყვევი #HBDWOLT