8 ყველაზე საჰელოუინე პროდუქტი Wolt-ზე

ჰელოუინი სულ რამდენიმე დღეშია. თუ ამ დღის აღნიშვნას გეგმავ, აუცილებლად უნდა შემოიხედო ვოლტზე და გაგიკვირდება, იმდენ საინტერესო საჰელოუინე აქსესუარს აღმოაჩენ. ჩვენ ვეცდებით ცოტა დაგაკვალიანოთ და რამდენიმე საინტერესო მიგნებაც გაგიზიაროთ 👇🏻

ახლა კი რაც შეეხება იდეებს – 10 საუკეთესო საჩუქარი ძვირფასი ადამიანებისთვის ჩვენი აზრით ასე გამოიყურება:

  1. ჰელოუნისკოსტიუმები ბავშვებისთვის MyDay-ში 

ჰელოუინს ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, ბავშვები ელიან და ამ დღისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან. MyDay-ში საბავშო კოსტიუმების და სხვა საჰელოუინე აქსეუსუარების ძალიან დიდი არჩევანი გელოდებათ. საბავშვო კოსტიუმების ფასი 59 ლარიდან იწყება.

MyDay

2. ჰელოუნისკოსტიუმები დიდებისთვის MyDay-ში 

თუ ჰელოუინის აღნიშვნას შენც სრული სერიოზულობით უდგები და აპირებ კოსტიუმიც კი შეიძინო,  MyDay-ში კოსტიუმს შენთვისაც შეარჩევ. ზრდასრულთა კოსტიუმების ფასები აქ 69 ლარიდან იწყება. MyDay-ში სხვა საჰელოუინე აქსესუარებიც მრავლადაა – ნიღბები, ბუშტები, ჩანთები და უამრავი სხვა ნივთი. 

MyDay

3. ნეონის ტუჩსაცხი KuraKura-ში

თუ სრული გარდასახვისთვის მზად არ ხარ, და წელს მცირე აქსესუარით გინდა შემოიფარგლო, ნეონის ტუჩსაცხი გადასარევი გამოსავალი იქნება. მინიმალური ძალისხმევით სიბნელეში ხალხს შეაშინებ და აბა სხვა რა დანიშნულება აქვს ჰელოუნის კოსტიუმს? თან იაფადაც გამოხვალ – KuraKura-ში ნეონის ტუჩსაცხს 7 ლარად შეიძენ.

KuraKura

4. სამურაის ქოლგა Oinbuzz-ში

თუ რაღაც გამორჩეულს ეძებ, და თან შენს საჰელოუნე აქსესუარს გინდა პრაქტიკული გამოყენებაც ჰქონდეს, კატანას ფორმის ქოლგა შეიძლება კარგი არჩევანი იყოს. წვიმების სეზონიც უკვე მოვიდა და თან Oinbuzz-ში მის შეძენას ფასდაკლებით შეძლებ – 44 ლარად (ნაცვლად 55 ლარისა).

Oinbuzz

5. სლიზერინის მანტიაFilm House-ში

თუ ჰარი პოტერის ფანი ხარ, შეგიძლია ეს ამბავი ჰელოუნსაც დაუკავშირო. სლიზერინის მანტია ვფიქრობთ პოტერისტებისთვის სრულიად შესაბამისი საჰელოუინე კოსტიუმია. მანტიას Film House-ში სააქციო ფასად 65,70 ლარად შეიძენ (ნაცვლად 73 ლარისა). ამ მანტიას დრაკო მალფოის ჯადოსნური ჯოხიც დაამშვენებდა, რომელიც აქვე შეგიძლია შეიძინო და მშვიდად იყო, რომ ჰელოუინზე ჭეშმარიტი ბოროტების მხარეს იქნები.

Film House

6. ჰელოუინის ბურგერები Burger’N Shake

Burger’N Shakeკი ჰელოუინისთვის სპეციალურ მენიუებს გთავაზობს. შავი და სისხლიანი ბურგერები ამ დღეს წესით ძალიან უნდა მოუხდეს. ჰელოუინ მენიუებს Burger’N Shake-ში20 და 30 ლარად შეიძენა. 

Burger’N Shake

7. თასმა „ფეხზე მკიდია“ Altersocks-ში

თუ ჰელოუინი და მასთან დაკავშირებული ამბები ფეხებზე გკიდია, გირჩევთ Altersocks-ის ეს არაჩვეულებრივი თასმა შეიძინო. ის გაგიმარტივებს მარტივად, ფეხის ერთი აწევით უპასუხო შენთვის ისეთ მომაბეზრებელ კითხვებს, როგორიცაა – ჰელოუინზე რას აპირებ? კოსტიუმი რატომ არ გაცვია? და ა.შ. თუმცა, ეს გადასარევი თასმა, დაგვეთანხმე, როგორც სხვა დღესასწაულებზე, ასევე არაერთ ცხოვრებისეულ სიტუაციაში კარგ სამსახურს გაგიწევს 

ბმული: https://wolt.com/ka/geo/tbilisi/restaurant/8000-vintages-tabukashvili

Altersocks

8. რბილი სათამაშო გოგრა Miniso-ში

ჰელოუინისთვის გოგრების გამოჭრა კი კარგია, მაგრამ არც თუ იოლი და სუფთა საქმეა. თუ გოგრებისკენ გული მაინც მიგიწევს, უფრო მარტივი გამოსავალიც არსებობს – Miniso-ში აი ასეთ ლამაზ და რბილ გოგრას 26,95 ლარად შეიძენ და სახლში ჰელოუინის განწყობაც დადგება.