ტოპ 50 საახალწლო საჩუქარი ვოლტზე 🎁

საჩუქრები ჯერ კიდევ არ გიყიდია? გვესმის, დეკემბერი ისე სწრაფად გადის და წლის ბოლოს მისამთავრებელი საქმეებიც იმდენია, ყველაფრის მოსწრება მართლაც რთულია 🙈 თუ ასე მოხდა, არ იდარდო, ვოლტზე საჩუქარს ყველასთვის იპოვი, რომელსაც წუთებში მიიღებ, ან შეძლებ პირდაპირ ადრესატს გაუგზავნო 💙
ქვემოთ ტოპ 50 საჩუქრის იდეას გაგიზიარებთ, რომელიც ვოლტით შეგიძლია შეუკვეთო. იმედია ჩვენი მინიშნებები დაგეხმარება აღმოაჩინო ზუსტად ის, რასაც ეძებდი 🚀
საჩუქრები ქალებისთვის

სუნამო არაჩვეულებრივი საჩუქარია. Delice Nacre-ს ნამდვილ საახალწლო სურნელს, ვანილისა და ჟასმინის ტონებით More Beauty-ში 210 ლარის ნაცვლად, მხოლოდ 126 ლარად შეიძენ.

ლიმონჩელო ქალებისთვის შესანიშნავი საჩუქარია. Luxardo-ს უგემრიელეს ლიმონჩელოს Smugglers-ში ფასდაკლებით, მხოლოდ 35,70 ლარად შეიძენ.

Euphoria-ს ნაკრები საჩუქრად ნებისმიერ ქალს გაუხარდება. აბაზანის ბომბები და თავის მოვლის არომატული სკრაბები და ზეთები რელაქსაციის საუკეთესო საშუალებებია. თან ახლა ფასდაკლებაა და სასაჩუქრე ნაკრებების ფასები 31 ლარიდან იწყება.

თუ შენი რჩეული მაკიაჟს იყენებს და თან ხშირად მოგზაურობს, მაშინ შენთვის შესანიშნავი მინიშნება გვაქვს – Better Skin Shop-ში The Perfrect Duel-ის მაკიაჟის დასატანი სამოგზაურო ნაკრები ფასდაკლებით, 100 ლარის ნაცვლად მხოლოდ 25 ლარად შეგიძლია შეიძინო.

ხელნაკეთი საპნები არომატული და მზრუნველი საჩუქარია. Saponeria-ში ვოლტზე ულამაზეს საპნებს და სასაჩუქრე ნაკრებებს ფასდაკლებით შეიძენ. ხელნაკეთი საპნების სპეციალური ფასი კი 9,60 ლარიდან იწყება.

ეს აქსეუსუარების მაღაზია საშუალებას მოგცემს შენი საჩუქარი პერსონიფიცირებული გახადო და აჩუქო ინიციალები, ზოდიაქოს ნიშანი ან ინტერესების შესატყვისი სხვა აქსესუარი. თუმცა ჩვენ ეს საყურე განსაკუთრებით საახალწლოდ მოგვეჩვენა და გიზიარებთ. მოოქროვილი მთვარე და ვარსკვლავი, ფასი: 20 ლარი

ახლა Artego-ს ყველა პროდუქტის ფასდაკლებით ყიდვა შეგიძლია. მათთვის, ვინც თმის მოვლას დიდ ყურადღებას უთმობს, აქ საჩუქარს ნამდვილად შეარჩევ. ჩვენი რეკომენდაცია Artego-ს Dream შამპუნი-ნიღაბია, რომელიც თმის ფერს აცოცხლებს და სიკაშკაშეს ანიჭებს, თან ასეთ ინსპირაციულ შეფუთვაში. ფასი 65 ლარის ნაცვლად, 58,50 ლარია.

8000 მოსავალში 50-მდე დასახელების მცირე მარნის რჩეულ ქართულ ღვინოს ფასდაკლებით შეიძენ. ბოთლი ღვინო ყოველთვის კარგი არჩევანი და საჩუქარია და, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ კაცებისთვის. შატო სვანიძის ეს არაჩვეულებრივი როზე ქალებისთვის შესანიშნავი საჩუქარი იქნება. ფასი: 53,20 ლარი (ნაცვლად 65,80 ლარისა)

თუ გამორჩეულ საჩუქარს ეძებ, Odella-ში ასეთ საოცარ ნაკრებებს აღმოაჩენ. მინანქრის გულის ფორმის საყურეები და მასთან შეხამებული აბრეშუმის შარფი, დაგვეთანხმე, რომ მართლაც განსაკუთრებული საჩუქარი გამოვა. ფასი: 130 ლარი

Olaplex-ის თმის ზეთი საჩუქრად ნებისმიერ ქალს გაახარებს. ProfBeauty-ში ამ არაჩვეულებრივ კოსმეტიკურ საშუალებას 129 ლარად შეიძენ.

თუ კომპი მისი მუდმივი თანამგზავრია, ამ საჩუქარმა ძალიან უნდა გაახაროს – ნატიფი ქართული ორნამენტებით შექმნილი ლეპტოპის დამცავი ჩანთა Giovanni Morra-სგან. ფასი: 75 ლარი

თუ შენს ადრესატს სახლი ყვავილებით აქვს სავსე, Plant Lovers Accessories სწორედ ის ადგილია, რომელშიც აუცილებლად უნდა შეიხედო. ულამაზესი დიზაინის ქოთანი ყვავილების მოყვარულს აუცილებლად გაახარებს. თან ამ ულამაზეს ქოთანს ფასდაკლებით, 90 ლარად შეიძენ.

საპოვნელაში სახისა და ტანის მოვლის საშუალებების ლამაზ სასაჩუქრე ნაკრებებს შეიძენ. 100%-ით ნატურალური, ხელნაკეთი კოსმეტიკა ძალიან მზრუნველი საჩუქარია. სასაჩუქრე ნაკრებების ფასი 106 ლარიდან იწყება.

კორეული კოსმეტიკის მაღაზიაში ბევრ საინტერესო სასაჩუქრე იდეას იპოვნი, მათ შორის სასაჩუქრე ნაკრებებსაც. ჩვენი მინიშნება კი კვარცის ნაკრებია მასაჟისთვის, რომელიც 40+ ქალებისთვის არაჩვეულებრივი საჩუქარია. ფასი: 85 ლარი

MonAmie-ს შოკოლადში ამოვლებული მარწყვების ნაკრები, გულგრილს არცერთ ქალს არ დატოვებს. სასაჩუქრე ნაკრებების ფასი 25 ლარიდან იწყება.

ახალ წელს ტკბილეული საჩუქრად ყოველთვის უსაფრთხო არჩევანია. ამიტომ, კიდევ ერთ ვერსიას გიზიარებთ. Chocotella-ს ხელნაკეთი შოკოლადები, დახვეწილი დიზაინით, ულამაზეს ნაირფერ სასაჩუქრე ნაკრებებს ქმნიან. ფასი: 27,50 ლარიდან

ფაიფურის ეს ულამაზესი ჩაიდანი, ორი ჭიქით ჩაის მოყვარულისთვის დაუვიწყარი საჩუქარი იქნება. ჩაისა და ყავის სპეციალიზირებულ მაღაზია Sisauri-ში ამ სასაჩქურე ნაკრებს 135 ლარად შეიძენ.
საჩუქრები კაცებისთვის

ეს ნაკრები შენი ცხოვრების განსაკუთრებული მამაკაცისთვის საუკეთესო საჩუქარია. Pasta & Love სერიის საპარსი გელი, გაპარსვის შემდგომი კრემისა და შამპუნის ნაკრების ფასი 150 ლარია.

თუ საჩუქრად ვისკის შეძენა გაქვს გადაწყვეტილი, Whisky House-ში 100-მდე დასახელების სასმელზე მნიშვნელოვანი ფასდაკლებაა. ჩვენ ქართულ ვისკის – Jimsher Trio-ს გირჩევთ, რომელსაც სასაჩუქრე შეფუთვაში Whisky House-ში ფასდაკლებით 65,88 ლარად შეიძენ.

GD Alco-ში კი ვისკი Glenfiddich-ს საჩუქრად ულამაზესი ბრენდირებული მათარა მოჰყვება, და ყველაფერი ეს ასეთ მშვენიერ სასაჩუქრე ყუთში – დაუვიწყარი საჩუქარი გამოვა. ფასი: 163,90 ლარი

თუ საჩუქარს ლუდის მოყვარულისთვის ეძებ, ორივესთვის არაჩვეულებრივი ამბავი გვაქვს – თურმე ლუდს შოკოლადი საოცრად უხდება. იმდენად, რომ Belgian Beer ლუდისა და შოკოლადის ნაკრებებსაც კი გვთავაზობს. Where Beer Meets Chocolate შესანიშნავი ლუდის, ბელგიური შავი შოკოლადისა და ულამაზესი ლუდის კათხის ნაკრებია, რომელსაც Belgian Beer-ში 85 ლარად შეიძენ.

თუ საჩუქარს iPhone-ის ფანისთვის ეძებ, რომელიც სრულადაა აღჭურვილი ვაშლის გამოსახულებიანი ტექნიკით, და უკვე აღარ იცი რა აჩუქო, ჩვენი მინიშნება ეს შესანიშნავი უკაბელო დამტენია, რომელიც ერთდროულად დატენის iPhone-ს, Airpod-ს და Apple watch-ს. ფასი: 339 ლარი

Altersocks-ის წინდა ყოველ ახალ წელს უალტერნატივო საჩუქარია. აქ, როგორც ყოველთვის, საახალწლო წინდების მრავალფეროვანი არჩევანი გელის. ფასი: 9,50 ლარი
უნისექს საჩუქრები


ყავის ჭეშმარიტი გურმანისთვის Hario-ს ყავის საფქვავი ძალიან ძვირფასი საჩუქარი იქნება. Shavi Coffee Roasters-ში ამ შესანიშნავ ნივთს 160 ლარად შეიძენ.

თუ ყავის მოყვარულს ნამდვილი ახალი წელი გინდა მოუწყო, გამოიყენე Meama-ს საახალწლო შეთავაზება და შეიძინე ყავის EU აპარატი და EU კაფსულების 3 სეტი ფასდაკლებით, მხოლოდ 250 ლარად, ნაცვლად 345 ლარისა.

ჩაის გურმანებისთვის კი, ჩაის დასაყენებელი ინფუზორს გირჩევთ, რომელსაც Palais des Thes-ში 87 ლარად შეიძენ. აქვე აუცილებლად ნახე ჩაის საშობაო კოლექციები, რაც ამ საჩუქრისთვის არაჩვეულებრივი დამატებითი კომპონენტი იქნება.

ბლოკნოტი საჭირო, ფუნქციური და დასამახსოვრებელი საჩუქარია. Miobius-ში ექსკლუზიური ტილოს ყდიანი ბლოკნოტების შეძენა შეგიძლია პეტრე ოცხელის, კარლო კაჭარავასა და მერაბ აბრამიშვილის საოცარი ილუსტრაციებით. დაუვიწყარი საჩუქარი გამოგივა. ფასი: 38 ლარი

ბაფი ზამთარში ყველასთვის კარგი იდეაა. ბაფებს სახალისო ილუსტრაციებით Kamala-ში შეარჩევ, სულ რაღაც 25 ლარად.

წიგნი საუკეთესო საჩუქარია, ეს ვიცით. მაგრამ სწორი წიგნის შერჩევა იოლი როდია. Sulakauri Books-ში წიგნების ძალიან დიდი არჩევანია და შენი ადრესატისთვის საინტერესო ლიტერატურას აუცილებლად იპოვი. ჩვენი რეკომენდაცია კი წლის საუკეთესო რომანი, არჩილ ქიქოძის “ხვლიკი საფლავი ქვაზე“ იქნება. ფასი: 12,50 ლარი.
საჩუქრები საახალწლო წვეულებისთვის

თუ მეგობრებთან საახალწლო წვეულებაზე მიდიხარ, სამაგიდე თამაშით ყველას გაახარებ და გაამხიარულებ. Kura Kura-ში სამაგიდე თამაშების დიდი არჩევანია, Uno-დან დაწყებული და პოპულარული Catan-ით დამთავრებული. ჩვენი მინიშნება კი Codenames იქნება, რომელიც წვეულებებზე სათამაშოდ ერთ-ერთ საუკეთესო თამაშადაა აღიარებული. ფასი: 95 ლარი

თუ უფრო მარტივი გამოსავალი გინდა, მაშინ Film House-ში შესანიშნავ Do or Drink თამაშს გირჩევთ. წვეულებისთვის საუკეთესო არჩევანია – გართობა და ბევრი სმა გარანტირებულია. ფასი: 50 ლარი

წვეულებაზე Rosali-ის ნაირფერი და უგემრიელესი დრაჟე გაიყოლე, რომელიც ნამდვილ საახალწლო განწყობას შექმნის. ფასი: 27,90 ლარი

თუ გინდა, რომ წვეულებაზე შენს გამოჩენას გულწრფელი ოვაციები მოჰყვეს, ჩვენი მინიშნება Moet Hennesy-ის ეს განუმეორებელი შამპანური იქნება, ულამაზეს სადღესასწაულო შეფუთვაში. ფასი: 66 ლარი
საჩუქრები ბავშვებისთვის
ახალი წლის საჩუქრებს ყველაზე მეტად პატარები ელიან. ამიტომ საბავშვო საჩუქრების მთელი კორიანტელი შევარჩიეთ.

რბილი სათამაშო ბლუთუზ დინამიკით პატარას საყვარელი სათამაშო და გასართობი გახდება. Miniland-ში რამდენიმე სხვადასხვა დიზაინის სათამაშოს შეძენა მნიშვნელოვანი ფასდაკლებით, 210 ლარის ნაცვლად 126 ლარად შეგიძლია.

ასევე სულ პატარებისთვის, Made with Love-ის ეს ჯადოსნური ბალიში-მთვარე, მათი საყვარელი თანამგზავრი გახდება. ფასი: 25 ლარი

თუ პატარას, ვისთვისაც საჩუქარს ეძებ ჟირაფი ჟოზე და მისი მეგობრები მოსწონს, მაშინ მათი ასაწყობი ფიგურებიც ძალიან მოეწონება. Rombusi-ში ამ სახალისო კონსტრუქტორებს მნიშვნელოვანი ფასდაკლებით, 29,70 ლარად შეიძენ, ნაცვლად 49,50 ლარისა.

კონსტრუქტორი ყველა ბავშვის საყვარელი სათამაშოა. Constructors-ში Cogo-ს და Loz-ის კონსტრუქტორების შეძენა ფასდაკლებით შეგიძლია. ფასდაკლება სრულ კოლექციებზე ვრცელდება და კონსტრუქტორების ფასი 11 ლარიდან იწყება.

გოგონებს ძალიან უყვართ ყვავილები. ეს საოცარი კონსტრუქტორი კი ყვავილების ბაღია, რომელიც პატარას არა მხოლოდ ძალიან გაახარებს, არამედ მოტორიკასა და აზროვნებასაც განუვითარებს. ფასი: 129 ლარი

თუ შენ საჩუქარს ჰარი პოტერის პატარა ფანისთვის ეძებ, მაშინ Olivander’s Store სწორედ ის ადგილია, რომელიც გჭირდება. აქ ყველაფერია, რაც ჰარი პოტერის ფანებს გააბედნიერებს: ბეჭდები, ბროშები, ქუდები, დროშები, ზურგჩანთები, მანტიები და უამრავი სხვა აქსესუარი. თუმცა, ჩვენი რეკომენდაცია ბიჭებისთვის ჰარი პოტერის ჯადოსნური ჯოხია, გოგონებისთვის კი – ჰერმიონ გრეინჯერის. ფასი: 99 ლარი

სკუტერი ყველა პატარას საოცნებო საჩუქარია. Alladin-ში სხვადასხვა ფერის სკუტერს საახალწლო ფასდაკლებით, 122 ლარის ნაცვლად, 97,60 ლარად შეიძენ.

Nerf-ის თოფი ყველა პატარა ბიჭს დიდ სიხარულს მოუტანს. Toyz.ge-ში კი Nerf-ის თოფებს მნიშვნელოვანი ფასდაკლებით შეიძენ, 48,97 ლარიდან.

XS Toys-ში Lego-ს კონსტრუქტორების ძალიან დიდი არჩევანია. თუმცა, Lego-ს ახალი ხაზი, Lego Dots ძალიან საინტერესო გამოცდილებას უმზადებს პატარებს. ორი სამაჯურის ნაკრები, რომლის დიზაინიც ბავშვმა თავად უნდა შექმნას და ცვალოს, სახალისო საახალწლო საჩუქარია. ფასი: 39,95 ლარი

თუ გინდა სათამაშოს შემეცნებითი დატვირთვა ჰქონდეს, მაშინ აუცილებლად შეიხედე პეპელას შემეცნებითი სათამაშოების კატეგორიაში. აქ Clementoni-ს სერია Science & Play-ს სათამაშოების დიდი არჩევანია და ბავშვის ინტერესების შესატყვის სათამაშოს აუცილებლად იპოვი. ჩვენი რეკომენდაცია ვულკანია, რომლის ამოფრქვევის იმიტაცისს მომზადება და შემდეგ ყურება არა მარტო ბავშვებს, არამედ უფროსებსაც გაართობს. ფასი: 74,90 ლარი

Spacebox-ის შოკოლადი-პლანეტები ულამაზეს საახალწლო ყუთში ბავშვებისთვის სრულიად გამორჩეული, დაუვიწყარი საჩუქარი იქნება. რომელ პლანეტას გავუსინჯოთ გემო? მოკლედ, თან გემრიელი და თან შემეცნებითი საჩუქარია, რომელსაც ფასდაკლებით ვოლტზე 42 ლარად შეიძენ.
საჩუქრები შინაური ცხოველებისთვის
აპირებ ახალი წელი შენს ყველაზე ერთგულ მეგობრებს, შენს შინაურ ცხოველებსაც მიულოცო? გადასარევი აზრია. აგერ რამდენიმე მინიშნება:

შენი ძაღლის საყვარელი ნუგბარი შენი ფეხსაცმელი ხომ არ არის? მაშინ აი ეს რეზინის ჩუსტი მთელი წელი მისი ერთგული მეგზური იქნება, და, წესით, შენი ფეხსაცმელებიც გადარჩება. ფასი: 13 ლარი

კატებმა რა დააშავეს? კატის სათამაშოების დიდი არჩევანი Zoomart-ში გელოდება. ამ მაცდური და ხმაურიანი სათამაშოს ფასი 17 ლარია.

თუ გინდა, რომ ახალი წელი შენი შინაური ცხოველისთვისაც გემრიელი იყოს, სასუსნავი აჩუქე. Titbit-ის უმაღლესი ხარისხის კატის და ძაღლის სასუსნავებს Zoohub-ში შეიძენ.

თუ გინდა საჩუქრით შენც ისიამოვნო და გაერთო, არ გამოტოვო შანსი შენი პატარა მეგობარი საახალწლოდ სანტას კოსტიუმში გამოაწყო. ამ არაჩვეულებრივ კოსტიუმს Petsup-ში 65 ლარად შეიძენ.

დაბოლოს, თუ საჩუქრების ყიდვა სულ ბოლო წამისთვის მოიტოვე, არ იდარდო. Wolt Market-ში საახალწლო მარკეტი გელოდება, სადაც ნუგბარს და ალკოჰოლურ სასმელს შეიძენ, შეკვეთას კი უსწრაფესად, სულ რაღაც 20 წუთში მიიღებ. ჩვენი მინიშნება საშობაო ჩაია, რომელიც 6 საშობაო არომატს აერთიანებს. საუკეთესო არჩევანია მთელი ოჯახისთვის. ფასი: 29,90 ლარი
Wolt Market, ისევე როგორც Wolt, 31-ში საღამოს 8 საათამდე იმუშავებს.

და სულ ბოლოს, ერთი ექსტრა მინიშნება – თუ შენს საჩუქარს ნამდვილი ხიბლი გინდა მიანიჭო, ის აუცილებლად სადღესასწაულოდ უნდა შეფუთო. მისალოცი ბარათი კი, რომელზეც შენს თბილ სურვილებს დაიტან, საჩუქარს მართლაც დაუვიწყარს გახდის. Mari’s Wrapping-ში ყველაფერია, რაც საჩუქრის შესაფუთად შეიძლება დაგჭირდეს – ქაღალდები, ლენტები, საახალწლო ბარათები, კონვერტები და სხვა.
სასიამოვნო საახალწლო შოპინგს და ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ💙🎄💙