მომგებიანი საახალწლო შოპინგი ვოლტზე🎄🎄🎄

26 დეკემბრიდან 15 იანვრამდე დააგროვე ყველაზე მეტი 50₾+ შეკვეთა კარფურში ვოლტით, გადაიხადე Mastercard-ით და მოიგე პრიზები 🎁

აქციის პირობები:

პირველი 20 მომხმარებელი, რომელიც დააგროვებს ყველაზე მეტ 50₾+ შეკვეთას კარფურში ვოლტით, Mastercard-ით გადახდისას, შემდეგი პრიზებით დაჯილდოვდება:

🎄პირველ 5 ადგილზე გასულ მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა სმარტფონი Samsung Galaxy A53 და სმარტ საათი Samsung Galaxy watch 4

🎄შემდეგ 15 ადგილზე გასულ მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა სმარტ საათი Samsung Galaxy watch 4

გამარჯვებულები 16 იანვარს გამოვლინდებიან. 

დამატებითი პირობები 👇🏻

  • წამახალისებელ აქციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს. 
  • გამარჯვებულთა გამოსავლენად დაჯამდება მხოლოდ ის შეკვეთები, რომელიც განთავსებულია ვოლტის აპლიკაციაში 2022 წლის 26 დეკემბრის 0:00 საათიდან, 15 იანვრის 24:00 საათამდე და რომელთა ღირებულებაც გადახდილია Mastercard-ით.
  • იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე მომხმარებელი შეკვეთების ერთნაირ ოდენობას დააგროვებს, პრიზი გადაეცემა იმ მომხმარებელს, რომლის შეკვეთების მოცულობა (თანხობრივად) ყველაზე მეტია. 
  • ერთ მომხმარებელს შეუძლია მხოლოდ ერთი პრიზის მოგება.
  • ნებისმიერი პრიზის მისაღებად ან გათამაშებაში მონაწილეობისათვის მომხმარებელმა უნდა შეასრულოს სრულყოფილი შეკვეთა.
  • სრულყოფილი შეკვეთა გულისხმობს მობილურ აპლიკაციაში პროდუქტების არჩევის შემდეგ შეკვეთის დადასტურებას და მათ მიწოდებას დანიშნულების ადგილზე.
  • დადასტურებული შეკვეთიდან რომელიმე პროდუქტის ამოკლების ან ჩანაცვლების შემთხვევაში შეკვეთა ითვლება სრულყოფილად თუ ამის შესახებ მომხმარებელთან კომუნიკაცია მოხდა მაღაზიის მხრიდან.
  • ისეთი შეკვეთა, რომელშიც მომხმარებლის მოთხოვნით ჩანაცვლებულია 3 ან მეტი პროდუქტი გათამაშებაში არ ჩაერთვება.

გამარჯვებულთა შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება 2023 წლის 16 იანვარს ვოლტის ვებგვერდზე. 

საჩუქრების გადაცემის წესი:

  • საჩუქრის გადაცემისას გამარჯვებულმა აუცილებელია წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ხელი მოაწეროს მიღება-ჩაბარების აქტს. 
  • სხვა პირზე საჩუქრის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ გენერალური მინდობილობის საფუძველზე. 

აქციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვოლტის მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურში. 

გაერთე და დაისვენე 🎉

ყველას გვაქვს მიზნები, ამბიციები, ოცნებები რის მისაღწევადაც ვშრომობთ თუმცა ამ პროცესში გვავიწყდება გართობა და დასვენება, რაც ჩვენი პროდუქტიულობისთვის აუცილებელი რამ არის.   შეიძლება სადმე წასასვლელად დრო არ გაქვს? ან არ გინდა საცობში დრო დაკარგო? ან უბრალოდ შენი საყვარელი ადგილი უკვე დაჯავშნილია და ფიქრობ გამოსავალზე. ჩვენ შენთვის კარგი ამბავი გვაქვს – ვოლტზე ყოველთვის შეგიძლია აღმოაჩინო რაღაც ახალი დროის სასიამოვნოდ გასატარებლად. არ აქვს მნიშვნელობა როგორ ხასიათზე ხარ, ვოლტი ყველა შენს განწყობას მოერგება. მეტი ფანტაზიისთვის რამდენიმე...

შეუკვეთე კარფურიდან და მოიგე 🎁

16 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით შეუკვეთე ყველაზე მეტი თანხის შერჩეული პროდუქცია კარფურიდან ვოლტით, კატეგორიიდან „შეუკვეთე და მოიგე“, შედი პირველ ხუთეულში...