მომგებიანი საახალწლო შოპინგი ვოლტზე🎄🎄🎄

26 დეკემბრიდან 15 იანვრამდე დააგროვე ყველაზე მეტი 50₾+ შეკვეთა კარფურში ვოლტით, გადაიხადე Mastercard-ით და მოიგე პრიზები 🎁

აქციის პირობები:

პირველი 20 მომხმარებელი, რომელიც დააგროვებს ყველაზე მეტ 50₾+ შეკვეთას კარფურში ვოლტით, Mastercard-ით გადახდისას, შემდეგი პრიზებით დაჯილდოვდება:

🎄პირველ 5 ადგილზე გასულ მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა სმარტფონი Samsung Galaxy A53 და სმარტ საათი Samsung Galaxy watch 4

🎄შემდეგ 15 ადგილზე გასულ მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა სმარტ საათი Samsung Galaxy watch 4

გამარჯვებულები 16 იანვარს გამოვლინდებიან. 

დამატებითი პირობები 👇🏻

  • წამახალისებელ აქციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს. 
  • გამარჯვებულთა გამოსავლენად დაჯამდება მხოლოდ ის შეკვეთები, რომელიც განთავსებულია ვოლტის აპლიკაციაში 2022 წლის 26 დეკემბრის 0:00 საათიდან, 15 იანვრის 24:00 საათამდე და რომელთა ღირებულებაც გადახდილია Mastercard-ით.
  • იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე მომხმარებელი შეკვეთების ერთნაირ ოდენობას დააგროვებს, პრიზი გადაეცემა იმ მომხმარებელს, რომლის შეკვეთების მოცულობა (თანხობრივად) ყველაზე მეტია. 
  • ერთ მომხმარებელს შეუძლია მხოლოდ ერთი პრიზის მოგება.
  • ნებისმიერი პრიზის მისაღებად ან გათამაშებაში მონაწილეობისათვის მომხმარებელმა უნდა შეასრულოს სრულყოფილი შეკვეთა.
  • სრულყოფილი შეკვეთა გულისხმობს მობილურ აპლიკაციაში პროდუქტების არჩევის შემდეგ შეკვეთის დადასტურებას და მათ მიწოდებას დანიშნულების ადგილზე.
  • დადასტურებული შეკვეთიდან რომელიმე პროდუქტის ამოკლების ან ჩანაცვლების შემთხვევაში შეკვეთა ითვლება სრულყოფილად თუ ამის შესახებ მომხმარებელთან კომუნიკაცია მოხდა მაღაზიის მხრიდან.
  • ისეთი შეკვეთა, რომელშიც მომხმარებლის მოთხოვნით ჩანაცვლებულია 3 ან მეტი პროდუქტი გათამაშებაში არ ჩაერთვება.

გამარჯვებულთა შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება 2023 წლის 16 იანვარს ვოლტის ვებგვერდზე. 

საჩუქრების გადაცემის წესი:

  • საჩუქრის გადაცემისას გამარჯვებულმა აუცილებელია წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ხელი მოაწეროს მიღება-ჩაბარების აქტს. 
  • სხვა პირზე საჩუქრის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ გენერალური მინდობილობის საფუძველზე. 

აქციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვოლტის მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურში.