შეუკვეთე კარფურიდან და მოიგე 🎁

16 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით შეუკვეთე ყველაზე მეტი თანხის შერჩეული პროდუქცია კარფურიდან ვოლტით, კატეგორიიდან „შეუკვეთე და მოიგე“, შედი პირველ ხუთეულში და მოიგე პრიზები 🎉

აქციის პირობები:

პირველი ხუთი მომხმარებელი, რომელიც 16 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით პერიოდში დააგროვებს ყველაზე მეტი თანხის შენაძენს ვოლტის აპლიკაციაში, კარფურის კატეგორიიდან „შეუკვეთე და მოიგე“, შემდეგი პრიზებით დაჯილდოვდება:

 🎁 1 ადგილი – MacBook
 🎁 2 ადგილი – iPhone14
 🎁 3 ადგილი – 65“ ტელევიზორი
 🎁 4 ადგილი – iWatch
 🎁 5 ადგილი – iPad

გამარჯვებულები გამოვლინდებიან არა უგვიანეს 13 თებერვლისა.

დამატებითი პირობები 👇🏻

  • წამახალისებელ აქციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს.
  • გამარჯვებულთა გამოსავლენად დაჯამდება მხოლოდ ის შეკვეთები, რომელიც განთავსებულია ვოლტის აპლიკაციაში 2023 წლის 16 იანვრის 0:00 საათიდან, 5 თებერვლის 24:00 საათამდე.
  • ერთ მომხმარებელს შეუძლია მხოლოდ ერთი პრიზის მოგება.
  • იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე მომხმარებელმა განათავსა ერთი და იმავე ოდენობის შეკვეთა და მათი ღირებულება თანაბარია, გამარჯვებულის გამოსავლენად უპირატესობა მიენიჭება იმ მომხმარებელს, რომელმაც უფრო ადრე განათავსა შეკვეთა აპლიკაციაში.
  • ნებისმიერი პრიზის მისაღებად ან გათამაშებაში მონაწილეობისათვის მომხმარებელმა უნდა შეასრულოს სრულყოფილი შეკვეთა.
  • სრულყოფილი შეკვეთა გულისხმობს მობილურ აპლიკაციაში პროდუქტების არჩევის შემდეგ შეკვეთის დადასტურებას და მათ მიწოდებას დანიშნულების ადგილზე.
  • დადასტურებული შეკვეთიდან რომელიმე პროდუქტის ამოკლების ან ჩანაცვლების შემთხვევაში შეკვეთა ითვლება სრულყოფილად, თუ ამის შესახებ მომხმარებელთან კომუნიკაცია მოხდა მაღაზიის მხრიდან.
  • ისეთი შეკვეთა რომელშიც მომხმარებლის მოთხოვნით ჩანაცვლებულია 3 ან მეტი პროდუქტი გათამაშებაში არ ჩაერთვება.
  • წამახალისებელ აქციაში მონაწილეობა არ შეუძლიათ კამპანიაში მონაწილე კომპანიების თანამშრომლებს და კარფურის თანამშრომლებს.

გამარჯვებულთა შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება 2023 წლის 13 თებერვლამდე ვოლტის ვებგვერდზე და კარფურის Facebook გვერდზე: www.facebook.com/CarrefourGeorgia

საჩუქრების გადაცემის წესი:

  • საჩუქრის გადაცემისას გამარჯვებულმა აუცილებელია წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ხელი მოაწეროს მიღება-ჩაბარების აქტს.
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა ემთხვეოდეს მომხმარებლის მიერ აპლიკაციაში მითითებულ ანგარიშის მონაცემებს.
  • სხვა პირზე საჩუქრის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ გენერალური მინდობილობის საფუძველზე.
  • გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ, ორგანიზატორის მხრიდან განხორციელდება მომხმარებელთან დაკავშირება ვოლტის აპლიკაციაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე. ორგანიზატორი უზრუნველყოფს კონკურსის გამარჯვებულთან სატელეფონო კომუნიკაციის სამ მცდელობას. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლთან ვერ განხორციელდა დაკავშირება, გამარჯვებულად ჩაითვლება შემდეგ ადგილზე გასული მომხმარებელი.
  • კონკურსის გამარჯვებულების მიერ თანხმობის მიღების შემთხვევაში, ორგანიზატორი გამოაქვეყნებს გამარჯვებულებისა და მათთვის პრიზის გადაცემის შესახებ ინფორმაციას კარფურისა ფეისბუქ გვერდზე (www.facebook.com/CarrefourGeorgia).
  • მხარეთა უფლებების დაცვის მიზნით, წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, თითოეული მომხმარებელი უფლებას აძლევს ორგანიზატორს განახორციელოს სატელეფონო ზარის ჩანაწერი მასთან დაკავშირების შემთხვევაში.
  • პრიზების მისაღებად გამარჯვებული მომხმარებელი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა გამოცხადდეს ორგანიზატორის მიერ წინასწარ განსაზღვრულ მისამართზე, რომლის შესახებაც გამარჯვებულებს ეცნობება სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით.
  • იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული მომხმარებელი არ გამოცხადდა შეთანხმებულ მისამართზე შეთანხმებულ დროს, და მისი მხრიდან არ განხორციელდა კომუნიკაცია ერთი სამუშაო დღის ვადაში, ორგანიზატორი იტოვებს უფლებას, პრიზი გადასცეს შემდეგ ადგილზე გასულ მომხმარებელს.

აქციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესალებელია ვოლტის მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურში.