კითხვა-პასუხი

Რას აპროტესტებს ვოლტის პარტნიორი კურიერების მცირე ჯგუფი?

Საპროტესტო აქციები თებერვლიდან დაიწყო. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა ტარიფების ზრდას, მანძილის ზუსტ დათვლასა და ვოლტ ჯორჯიას მენეჯმენტის თანამშრომლების გადადგომას უკავშირდებოდა. აქციის მონაწილეები, ასევე, ითხოვდნენ ვოლტის მენეჯმენტთან კოლექტიურ შეხვედრას. Აქციების დაწყების შემდეგ, რამდენჯერმე ვესაუბრეთ პარტნიორ კურიერებს. უმრავლესობისათვის მისაღებია ცვლილებები და კმაყოფილები არიან ვოლტთან თანამშრომლობით. 

ტარიფებსა და მანძილის დათვლასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაზე მუშაობა ვოლტ ჯორჯიამ, სათავო ოფისთან ერთად, ჯერ კიდევ საპროტესტო აქციების გამართვამდე, სექტემბრიდან დაიწყო. 15 თებერვლიდან კი განახლდა Partner App, ანუ აპლიკაცია, რომელსაც პარტნიორი კურიერები იყენებენ ვოლტის შეკვეთების მისაღებად. 

Მოგვიანებით, გადაცემა “რეალურ სივრცეში” სტუმრობისას, აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ მათთვის მიუღებელია გაუმჯობესებული სისტემა და ითხოვენ ძველ სისტემაზე დაბრუნებას. 

Რას გულისხმობს ვოლტის Partner App-ის განახლებები?

Partner App-ის განახლებული ვერსიით დაინერგა ანაზღაურების ახალი, უფრო მოქნილი  სისტემა, რომლის მიზანია, პარტნიორ კურიერებს ღირებული შეთავაზება გაუკეთოს – თითოეული შეკვეთის ანაზღაურება განისაზღვრება ინდივიდუალურად, შეკვეთის სირთულიდან გამომდინარე. Პარტნიორ კურიერებს აქვთ არჩევანი, დაადასტურონ ან უარი თქვან ნებისმიერ შეკვეთაზე. ისინი წინასწარ არიან ინფორმირებულები, რა ანაზღაურებას მიიღებენ კონკრეტული შეკვეთის განხორციელებაში და შესაბამისად იღებენ გადაწყვეტილებასაც. არ აქვთ განსაზღვრული დღის განმავლობაში მინიმალური, ან მაქსიმალური შეკვეთების ოდენობაც. შეკვეთის მიტანისას, მარშრუტიც შეუძლიათ თავად აირჩიონ. ანაზღაურება, თავისთავად, მიბმულია პარტნიორი კურიერების მიერ შესრულებულ  სამუშაოზე.

გარდა ამისა, გამოსწორდა მანძილის გამოთვლასთან დაკავშირებული პრობლემები და აპლიკაციის განახლებასთან ერთად, Google Maps-ის სისტემაც დაინერგა. Სამკვირიანი სატესტო რეჟიმის შემდეგ, ჩატარდა პარტნიორი კურიერების გამოკითხვა. Სწორედ ამ გამოკითხვის შედეგების მიხედვით, პარტნიორ კურიერთა უმრავლესობა კმაყოფილი იყო განახლებული სისტემის დანერგვით. ცხადია, არსებობს მცირე უზუსტობები, თუმცა, ვმუშაობთ სათავო ოფისთან, საჯარო რეესტრთან და Google-ის წარმომადგენლებთან  ერთად და  ესეც გამოსწორების პროცესშია. გვაქვს უკუკავშირი მცირე ცდომილებებთან დაკავშირებით და სწორედ ამ უკუკავშირის მიხედვით ვაგრძელებთ შესწორებას.

Რატომ არ თანხმდება ვოლტი კოლექტიურ შეხვედრას?

საპროტესტო აქციის მონაწილეები ითხოვდნენ, ვოლტის მენეჯმენტი შეხვედროდა პროტესტის 200-მდე მონაწილეს ერთობლივად და განეხილა კომპანიის ანაზღაურების სისტემა, ასევე პარტნიორი კურიერების ქეისები ინდივიდუალურად. Ვინაიდან ამ 200 ადამიანისგან შემდგარ ჯგუფში შედიოდნენ კონკურენტი კომპანიების კურიერები, აქტივისტები და მედიის წარმომადგენლები, ეს დისკუსია ვერ იქნებოდა პროდუქტიული. Კომპანიის წარმომადგენლებს არ აქვთ უფლება, განიხილონ ხელშეკრულების დეტალები  გარეშე პირების თანდასწრებით. Სწორედ ამიტომ, კოლექტიური შეხვედრის სანაცვლოდ, ვოლტმა შესთავაზა აქციის მონაწილეებს მცირე ჯგუფებად შეხვედრა. პარტიორი კურიერების დიდმა ნაწილმა მიიღო ეს შეთავაზება და მივიდნენ კიდეც შეხვედრებზე. Აქციის დარჩენილმა 50-მა მონაწილემ, იგულისხმება როგორც ვოლტის პარტნიორი კურიერები, ასევე ყოფილი პარტნიორი კურიერები და სხვა აქტივისტები,  უარი განაცხადეს შეხვედრაზე. Მიუხედავად ამისა, ვოლტი ძალაში ტოვებს შეთავაზებას და მზად არის, ხელშეკრულების დეტალები, თუ სხვა საკითხები განიხილოს პარტნიორ კურიერებთან და მათ ოფიციალურ წარმომადგენლებთან, შეთავაზებული ფორმატის შეხვედრებზე. 

აქვთ თუ არა ვოლტის პარტნიორ კურიერებს დაზღვევა?

2021 წლის 1 აპრილიდან, ვოლტთან პარტნიორობის დაწყებისთანავე, ყველა პარტნიორ კურიერს უფორმდება სადაზღვევო პოლისი. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, კურიერებმა უნდა წარადგინონ სადაზღვევო კომპანიის მიერ მოთხოვნილი Შესაბამისი დოკუმენტაცია და  კომპანია მათ ზარალს უნაზღაურებს. ვოლტის საქართველოს ბაზარზე ოპერირების 5 წლის განმავლობაში, რამდენჯერმე დაფიქსირდა ხარვეზი ანაზღაურების დროულად ჩარიცხვასთან დაკავშირებით. ვოლტი განაგრძობს აქტიურ მუშაობას სადაზღვევო კომპანიასთან, რათა მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს. 

აქვს თუ არა ვოლტ ჯორჯიას ვალდებულება, პარტნიორ კურიერებს ზარალი აუნაზღაუროს?

არა, Პარტნიორი კურიერების ზარალის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მხოლოდ სადაზღვევო კომპანიას. თუმცა, ანაზღაურების მიღება არ ხდება, თუ კომპანია ვერ მიიღებს შესაბამის დოკუმენტაციას. ეს სადაზღვევო კომპანიის კომპეტენციაა და ისინი დაზარალებულ კურიერებს დეტალურად განუმარტავენ დოკუმენტაციის სიას, რომლებიც საჭიროა ანაზღაურებისთვის. (ქვითრები, ინვოისები, ფორმა 100, ა.შ.)

ვის ეკისრება ვალდებულება, ზარალი აუნაზღაუროს პარტნიორ კურიერ ლევან მძევაშვილს?

Პარტნიორ კურიერ ლევან მძევაშვილს აქვს სადაზღვევო კომპანია ალდაგის სადაზღვევო პოლისი. საკითხის გარკვევა მიმდინარეობს მძევაშვილის ოჯახსა და კომპანია ალდაგს შორის. დაზღვევის თანხის ანაზღაურება ეკისრება სწორედ ალდაგს, და არა ვოლტს. Შესაბამისად, ამ თემასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხები ალდაგმა უნდა გასცეს. 

Შეუწყვიტა თუ არა ვოლტმა აპლიკაციაზე წვდომა პარტნიორი კურიერების ნაწილს?

ვოლტ ჯორჯიას, საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მიზეზით ხელშეკრულება არ შეუწყვიტავს და აპლიკაციიდან არ დაუბლოკავს არც ერთი პარტნიორი კურიერი. Პროტესტის დღეებში, ვოლტმა მიიღო რამდენიმე შეტყობინება პარტნიორი კურიერებისგან, რომ მათ აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რადგან ისინი განაგრძობდნენ მუშაობას და არ იღებდნენ მონაწილეობას საპროტესტო აქციაში. Პარტნიორი კურიერები ითხოვდნენ დახმარებასა და დაცვას. Სწორედ ამიტომ, ვოლტმა გაავრცელა შეტყობინება და მოუწოდა ყველას, შეეწყვიტათ პარტნიორი კურიერების შეურაცხყოფა. Ვოლტი პატივს სცემს ადამიანის კონსტიტუციურ უფლებას გამოხატვის თავისუფლების შესახებ. თუმცა, მიუღებელია პროტესტის ფორმა, რომელიც გადაზრდილია სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფასა და სხვა პარტნიორი კურიერებისთვის საქმიანობის შეზღუდვაში.

Რა ტიპის ხელშეკრულება მოქმედებს ვოლტ ჯორჯიასა და პარტნიორ კურიერებს შორის?

Პარტნიორი კურიერები არიან ვოლტ ჯორჯიას არა თანამშრომლები/დასაქმებულები, არამედ მიტანის სერვისის მიმწოდებელი ინდივიდუალური მეწარმეები, ანუ პარტნიორები. Მათთან გაფორმებულია მომსახურების  ხელშეკრულება. Კურიერების კმაყოფილების კვლევის შედეგების თანახმად, პარტნიორი კურიერებისთვის ეს თანამშრომლობის მისაღები ფორმაა. Ბევრი პარტნიორი კურიერი იყენებს ამ საქმიანობას სხვა საქმიანობასთან შეთავსებით და მათთვის მხოლოდ დამატებითი შემოსავლის წყაროა, ბევრიც თანამშრომლობს სხვა მსგავსი ტიპის კომპანიასთანაც, მათ შორის ვოლტის პირდაპირ კონკურენტებთან. Პარტნიორ კურიერებს საშუალება აქვთ, სამუშაო დღე დაიწყონ და  დაასრულონ მაშინ, როცა ეს თავად უნდათ. არაა საჭირო, ვინმეს შეუთანხმონ, კვირის რომელ დღეებში, ან დღის რომელ მონაკვეთში შეასრულებენ შეკვეთებს, ან გადაწყვეტენ დასვენებას. 

Როგორია ანაზღაურების ტარიფი?

ვოლტ ჯორჯიას პარტნიორი კურიერების ანაზღაურების ტარიფი არ შეუმცირებია. Ბოლო 4 წლის პერიოდში, პარტნიორი კურიერების საშუალო გამომუშავება ონლაინ საათის განმავლობაში გამოიყურება ასე:

2020 – 6.61 ლარი

2021 – 7.49 ლარი

2022 – 9.77 ლარი

2023 – 11.1 ლარი

ვოლტ ჯორჯიას შესახებ

ვოლტი დაფუძნდა ფინეთში, ჰელსინკიში 2014 წელს. Წლების განმავლობაში, კომპანია გაფართოვდა და მოიცვა 23 ქვეყნის 450-ზე მეტი ქალაქი. ვოლტი საქართველოს ბაზარზე 2018 წლის მაისში შემოვიდა. ამ წლების განმავლობაში, კომპანიამ ჩამოაყალიბა წარმატებული საქმიანი ურთიერთობები როგორც ობიექტებთან, ისე – პარტნიორ კურიერებთან. Პარტნიორი კურიერების უმეტესობისათვის, ვოლტთან თანამშრომლობა ძირითადი საქმიანობაა, ნაწილისთვის კი – დამატებითი შემოსავლის წყარო. Წლიდან წლამდე, ვოლტ ჯორჯიას მიერ პარტნიორი კურიერებისათვის ანაზღაურების სახით გაცემული თანხა იზრდება. Მაგალითად, გასულ წელს ამ თანხამ 32 მილიონი ლარი შეადგინა