მრავალფეროვანი ჯანსაღი მენიუ Wolt-ისგან 💙

ზაფხული ჯანსაღი კვების დასაწყებად საუკეთესო დროა, დამატებითი მოტივაციაა გემრიელი და მრავაფეროვანი მენიუ, რომელიც Wolt-ზე დაგხვდება და რომელიც ყოვედღიურად კიდევ უფრო მრავაფეროვანი ხდება. ახლა ჯანსაღი კვებისთვის დამატებითი დროისა და რესურსის გამოყოფა აღარ არის საჭირო, რადგან ვოლტი შენს არჩეულ კერძს სასურველ ლოკაციაზე 30 წუთში მოგიტანს. 

Wolt-ზე ძალიან ბევრი რესტორანია, რომელიც ჯანსაღ, ვეგანურ, ვეგეტარიანულ თუ დეტოქს კერძებს გთავაზობს. Wolt ამ მხრივ ნამდვილი აღმოჩენაა, რადგან ისეთი რესტორნებიდან, როგორიცაა: SKA Juice BarFood GoodPoke BarLivOktopus CaféMonday GreensMezzeDRO by BCA kitchenFizcultureFit ProjectTbili SioBriskIasamaniUmmy – ექსკლუზიურად, მხოლოდ Wolt-ით შეგიძლია შეუკვეთო.

როგორ შეგიძლია ააწყო შენი საზაფხულო მენიუ ყოველდღე 👇🏻

საუზმე

საუზმე დღის ყველაზე მნიშვნელოვანი კვებაა – Wolt-თან ერთად მარტივია, რომ ჯანსაღი საუზმე გემრიელი და ყოველდღე მრავალფეროვანი იყოს: 

სმუზი დღის საუკეთესო ჯანსაღი დასაწყისია. SKA Juice Bar-ში სმუზების დიდი მრავალფეროვნებაა. Ummy დეტოქს სმუზებს, ხოლო Namu სუპერფუდებით და ადაპტოგენებით გამდიდრებულ სმუზებს გთავაზობს. 

თუ დღის ცოტა უფრო ნოყიერი დაწყება გინდა Food Good-ის საუზმის ბოულები შესანიშნავი არჩევანი იქნება. Fit Project საუზმისთვის ჯანსაღი კერძების ასევე დიდ არჩევანს გთავაზობს, თან აქ ყველა კერძის ენერგეტიკული ღირებულება და კალორიების შემცველობაა მითითებული, რაც შესაძლოა ძალიან სასარგებლო იყოს შენთვის.

ლანჩი

Poke Bar-ის დიდი და პატარა პოკე ბოულები, Ummy-ს წვნიანები, Monday Greens-ის სალათები, Food Good-ის ლანჩ ბოულები, Fizculture-ს სალათები (დაანგარიშებული კალორიებით), Liv-ის სალათის და თბილი ბოულები, Brisk-ის გურმე ვრაპები, DRO by BCA kitchen-ის ვრაპები და სენდვიჩები – ჯანსაღი და ნოყიერი ლანჩის შერჩევა Wolt-ზე ძალიან მარტივია, არჩევანი დიდი და მრავალფეროვანია. 

კეტო კვება

თუ გადაწყვეტ ამ ზაფხულს კეტო დიეტას მიჰყვე, Wolt-ზე ამ კერძების აღმოჩენა სასარგებლო უნდა იყოს შენთვის:

  • Breadbar-ში კეტო პურის შეკვეთა შეგიძლია
  • Sada by Ketomania კეტო კერძების დიდ არჩევანს გთავაზობს
  • Sugar Free Vake კეტო დესერტებს გთავაზობს
  • Liv-ში კი თბილ კეტო ბოულებსაც აღმოაჩენ

დეტოქსი

ზაფხული დეტოქსისთვისაც საუკეთესო დროა. Wolt-თან ერთად განტვირთვის დღის მოწყობა არ უნდა გაგიჭირდეს, რადგან აქ შეგიძლია შეუკვეთო:

  • დეტოქს შოთები Ska Juice Bar-იდან
  • დეტოქს სმუზები Kiwi vegan café და Hurma Café-დან
  • დეტოქს თასი Namu-დან
  • დეტოქს კოქტეილები Lui Coffee-დან
  • დეტოქს მენიუ Ummy-დან
  • დეტოქს წყალი Monday Greens-იდან

თამამად დაგეგმე შენი ჯანსაღი საზაფხულო კვება და გაამრავალფეროვნე შენი რაციონი Wolt-თან ერთად.