მიიღე შანსი მოიგო პარაგრაფის საგზური 🎁 🏝️
პირველი სამი მომხმარებელი, რომელიც 6 ივლისიდან 19 ივლისის ჩათვლით პერიოდში დააგროვებს ყველაზე მეტ მინ. 50 ლარის კარფურის შეკვეთას Wolt-ის აპლიკაციაში, საქართველოს ბანკის PLUS ბარათით გადახდისას, დაჯილდოვდება საგზურით სასტუმროში PARAGRAPH RESORT & SPA SHEKVETILI.
რა არის საჭირო მონაწილეობისთვის და როგორია პირობები?
- კამპანიაში მონაწილეობისათვის მომხმარებელმა უნდა შეუკვეთოს მინიმუმ 50 ლარის პროდუქცია კარფურიდან Wolt-ის აპლიკაციაში და გადაიხადოს საქართველოს ბანკის PLUS ბარათით
- კამპანიის პერიოდი: 6 ივლისიდან 19 ივლისის ჩათვლით
- კაპანიის პერიოდში პირველი 3 მომხმარებელი, რომელიც დააგროვებს ყველაზე მეტ 50+ ლარის შეკვეთას PLUS ბარათის ტრანზაქციით, გამოვლინდება გამარჯვებულად
- კამპანიის განმავლობაში პირველი 3 პოზიციის მომხმარებელთან დაკავშირებით განახლებული შედეგები ყოველ მე-5 დღეს გამოქვეყნდება Wolt-ის აპლიკაციაში არსებულ სტატიაში
- გამარჯვებულებს საჩუქრად გადაეცემათ საგზური სასტუმროში PARAGRAPH RESORT & SPA SHEKVETILI
- საგზურის ტიპი: 2 ღამე, 2 პერსონაზე საუზმის ჩათვლით
- საგზურის გამოყენება შესაძლებელია 2023 წლის 27 ივლისიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით
- გამარჯვებულებს კუთვნილი პრიზები გადაეცემათ აქციის დასრულებიდან ერთი კვირის განმავლობაში
დამატებითი პირობები:
- წამახალისებელ აქციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს.
- წამახალისებელ აქციაში მონაწილეობა არ შეუძლიათ კამპანიაში მონაწილე კომპანიების და კარფურის თანამშრომლებს.
- ერთ მომხმარებელს შეუძლია მხოლოდ ერთი პრიზის მოგება.
- საგზური მოიცავს სასტუმროში განთავსებას 2 ღამით 2 ადამიანზე, საუზმის ჩათვლით. განარჯვებულმა თავად უნდა აანაზღაუროს სასტუმროს ნებისმიერი სხვა დამატებითი სერვისის გამოყენების ღირებულება.
- ნებისმიერი პრიზის მისაღებად ან გათამაშებაში მონაწილეობისათვის მომხმარებელმა უნდა შეასრულოს სრულყოფილი შეკვეთა, რომლის საბოლოო ქვითრის ღირებულება არის 50+ ლარი. თუ საბოლოო ქვითრის ღირებულება 50 ლარზე ნაკლებია, ასეთი შეკვეთა მონაწილეობას აქციაში არ მიიღებს.
- სრულყოფილი შეკვეთა გულისხმობს მობილურ აპლიკაციაში პროდუქტების არჩევის შემდეგ შეკვეთის დადასტურებას და მათ მიწოდებას დანიშნულების ადგილზე.
- შეკვეთაში არ უნდა იყოს სამზე მეტი ერთი და იმავე სახეობის პროდუქტი.
- დადასტურებული შეკვეთიდან რომელიმე პროდუქტის ამოკლების ან ჩანაცვლების შემთხვევაში შეკვეთა ითვლება სრულყოფილად, თუ ამის შესახებ მომხმარებელთან კომუნიკაცია მოხდა მაღაზიის მხრიდან.
- ისეთი შეკვეთა რომელშიც მომხმარებლის მოთხოვნით ჩანაცვლებულია 3 ან მეტი პროდუქტი არ ჩაერთვება აქციაში.
- გამარჯვებულთა შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება კარფურის Facebook გვერდზე
საჩუქრის გადაცემის წესი:
- საჩუქრის გადაცემისას გამარჯვებულმა აუცილებელია წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ხელი მოაწეროს მიღება-ჩაბარების აქტს.
- სხვა პირზე საჩუქრის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ გენერალური მინდობილობის საფუძველზე.
- გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ ორგანიზატორი დაუკავშირდება მომხმარებელს Wolt-ის აპლიკაციაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე. ორგანიზატორი უზრუნველყოფს კონკურსის გამარჯვებულთან სატელეფონო კომუნიკაციის სამ მცდელობას. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, გამარჯვებულად ჩაითვლება მომდევნო ადგილზე გასული მომხმარებელი.
- იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე მომხმარებელს დაუფიქსირდება ერთი და იმავე შედეგი (იდენტური რაოდენობის შეკვეთა ზემოთ აღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისად), უპირატესობა მიენიჭება ყველაზე მეტი ჯამური ღირებულების შეკვეთას.
- იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე მომხმარებელმა განათავსა ერთი და იმავე რაოდენობის შეკვეთა და მათი ღირებულება თანაბარია, გამარჯვებულის გამოსავლენად უპირატესობა მიენიჭება იმ მომხმარებელს, რომელმაც უფრო ადრე განათავსა შეკვეთა Wolt-ის აპლიკაციაში.
- კონკურსის გამარჯვებულების მიერ თანხმობის მიღების შემთხვევაში, ორგანიზატორი გამოაქვეყნებს გამარჯვებულებისა და მათთვის პრიზის გადაცემის შესახებ ინფორმაციას კარფურის ფეისბუქ გვერდზე (www.facebook.com/CarrefourGeorgia)
- მხარეთა უფლებების დაცვის მიზნით, წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, თითოეული მომხმარებელი უფლებას აძლევს ორგანიზატორს განახორციელოს სატელეფონო ზარის ჩაწერა მასთან დაკავშირების შემთხვევაში.
- პრიზის მისაღებად გამარჯვებული უნდა გამოცხადდეს ორგანიზატორის მიერ წინასწარ განსაზღვრულ მისამართზე, რომლის შესახებაც მას ეცნობება სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით, და წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
- იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული მომხმარებელი არ გამოცხადდა შეთანხმებულ მისამართზე შეთანხმებულ დროს, და მისი მხრიდან არ მოხდა კომუნიკაცია ერთი სამუშაო დღის ვადაში, ორგანიზატორი იტოვებს უფლებას, პრიზი გადასცეს მომდევნო ადგილზე გასულ მომხმარებელს.
- გამარჯვებულს პრიზი გადაეცემა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ, რომელიც უნდა ემთხვეოდეს მომხმარებლის მიერ Wolt-ის აპლიკაციაში მითითებული ანგარიშის მონაცემებს.
საგზურის გამოყენების წესი:
- საგზურის გამოყენება შესაძლებელია ერთჯერადად, 2023 წლის 27 ივლისიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში.
- საგზურის გამოყენებამდე აუცილებელია გამარჯვებული თავად დაუკავშირდეს სასტუმრო PARAGRAPH RESORT & SPA SHEKVETILI-ის რეზერვაციის განყოფილებას და წინასწარ დაჯავშნოს სასურველი თარიღი.
აქციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესალებელია Wolt-ის მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურში.