კარფური 11 წლისაა 🎂 🎉

აღმოაჩინე კარფურის განსაკუთრებული შეთავაზებები და აქციები მთელი თვის მანძილზე ექსკლუზიურად Wolt-ზე!

აქციის პირობები:

1-დან 10 სექტემბრამდე შეუკვეთე კარფური Wolt-ით და მიიღე 5 ლარი ქეშბექი ნებისმიერი მოცულობის შეკვეთაზე. (გაითვალისწინე, შეთავაზებები ყოველკვირეულად განახლდება და თვალი ადევნე აპლიკაციაში არსებულ სტატიას).

1 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე განათავსე ყველაზე მეტი შეკვეთა კარფურში Wolt-ით და მიიღე კრედიტები შენი Wolt-ის ანგარიშზე:

🥇 პირველი ადგილი – 1000 ლარი
🥈 მეორე ადგილი – 700 ლარი
🥉 მესამე ადგილი – 500 ლარი
4️⃣ მეოთხე ადგილი – 300 ლარი
5️⃣ მეხუთე ადგილი – 100 ლარი

წამახალისებელი აქციის გამარჯვებულებს კუთვნილი პრიზები გადაეცემათ აქციის დასრულებიდან ერთი კვირის განმავლობაში

დამატებითი პირობები:

  • წამახალისებელ აქციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს.
  • წამახალისებელ აქციაში მონაწილეობა არ შეუძლიათ კამპანიაში მონაწილე კომპანიების და კარფურის თანამშრომლებს.
  • ერთ მომხმარებელს შეუძლია მხოლოდ ერთი პრიზის მოგება.
  • ნებისმიერი პრიზის მისაღებად ან გათამაშებაში მონაწილეობისათვის მომხმარებელმა უნდა შეასრულოს სრულყოფილი შეკვეთა.
  • სრულყოფილი შეკვეთა გულისხმობს მობილურ აპლიკაციაში პროდუქტების არჩევის შემდეგ შეკვეთის დადასტურებას და მათ მიწოდებას დანიშნულების ადგილზე.
  • დადასტურებული შეკვეთიდან რომელიმე პროდუქტის ამოკლების ან ჩანაცვლების შემთხვევაში შეკვეთა ითვლება სრულყოფილად, თუ ამის შესახებ მომხმარებელთან კომუნიკაცია მოხდა მაღაზიის მხრიდან.
  • ისეთი შეკვეთა რომელშიც მომხმარებლის მოთხოვნით ჩანაცვლებულია 3 ან მეტი პროდუქტი არ ჩაერთვება აქციაში.
  • გამარჯვებულთა შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება კარფურის Facebook გვერდზე და Wolt-ის ვებგვერდზე.

საჩუქრის გადაცემის წესი:

  • საჩუქრის (Wolt-ის კრედიტების) დარიცხვა მოხდება ავტომატურად, გამარჯვებულის Wolt-ის ანგარიშზე.
  • იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე მომხმარებელს დაუფიქსირდება ერთი და იმავე შედეგი (იდენტური რაოდენობის შეკვეთა ზემოთ აღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისად), უპირატესობა მიენიჭება ყველაზე მეტი ჯამური ღირებულების შეკვეთას.
  • იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე მომხმარებელმა განათავსა ერთი და იმავე რაოდენობის შეკვეთა და მათი ღირებულება თანაბარია, გამარჯვებულის გამოსავლენად უპირატესობა მიენიჭება იმ მომხმარებელს, რომელმაც უფრო ადრე განათავსა შეკვეთა Wolt-ის აპლიკაციაში.
  • კონკურსის გამარჯვებულების მიერ თანხმობის მიღების შემთხვევაში, ორგანიზატორი გამოაქვეყნებს გამარჯვებულებისა და მათთვის პრიზის გადაცემის შესახებ ინფორმაციას კარფურის ფეისბუქ გვერდზე (www.facebook.com/CarrefourGeorgia).
  • მხარეთა უფლებების დაცვის მიზნით, წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, თითოეული მომხმარებელი უფლებას აძლევს ორგანიზატორს განახორციელოს სატელეფონო ზარის ჩაწერა მასთან დაკავშირების შემთხვევაში.

აქციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესალებელია Wolt-ის მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურში.

იშოპინგე მთელი თვე კარფურიდან ვოლტზე 💙