ისიამოვნე შენს კარამდე მოტანილი საახალწლო საჩუქრებით 🎁

საჩუქრების საყიდლად ჯერ დრო ვერ გამონახე? ამ წინასაახალწლო აურზაურში რომ ვერ მოიცალე, ამაში გასაკვირი არაფერია. თუმცა, არც სანერვიულო არაფერია, რადგან ვოლტზე უამრავ საჩუქარს აღმოაჩენ, რომელიც რამდენიმე წუთში შენს კართან გაჩნდება – აი ასე, მარტივად წყდება ბოლო წუთისთვის მოტოვებული საახალწლო საჩუქრების პრობლემა. მოკლედ, იმის თქმა გვინდა, რომ შენ ჯერ კიდევ შეგიძლია გაახარო და გააოცო შენი საყვარელი ადამიანები საინტერესო საჩუქრებით. აქ კი ვეცდებით დაგეხმაროთ, მარტივად მოძებნო არაჩვეულებრივი საჩუქრები ვოლტის აპლიკაციაში.

ტკბილეული

გააოცე შენი ოჯახის წევრები და ბავშვები გამორჩეული ტკბილეულით.

Royal Bakery-ში ჯინჯერის სახლების, ნაძვის ხეების და ორცხობილების დიდი არჩევანია.
Le Gato-ში დამატებით, შეგიძლია ჯინჯერის ორცხობილების მოსახატი ბოქსიც კი შეუკვეთო. საუკეთესო გასართობია ბავშვებისთვის.
Duchef-ში კი ულამაზეს, დახვეწილ საახალწლო დესერტს შეარჩევ.

თავის მოვლის საშუალებები

თუ საჩუქრად თავის მოვლის საშუალებების, პარფიუმერიის ან კოსმეტიკის შეძენას აპირებ, ვოლტზე ძალიან დიდი არჩევანი გელოდება.

Piel Naturals საახალწლო ნაკრებების ფართო არჩევანს გთავაზობს.
Botanic-ში სასაჩუქრე ნაკრებს ორიგინალური საახალწლო შეფუთვით შეუკვეთაც.
Davines Georgia-ში პრემიალური თავის მოვლის საშუალებების სასაჩუქრე ნაკრებს შეიძენ.
Euphoria-ს სასაჩუქრე ნაკრებით კი შეგიძლია შენს საყვარელ ადამიანს საოცარი სპა საღამო აჩუქო.

თუ კონკრეტული პროდუქტის შერჩევა გიჭირს, ვოლტით Yves Rocher-ის სასაჩუქრე ბარათის შეკვეთაც შეგიძლია.

სასმელი

სასმელი საუკეთესო საახალწლო საჩუქარია, ვოლტზე კი უამრავი სპეციალური შეთავაზება და ფასდაკლება გელის.
8000 Vintages-ში მცირე მარნების ღვინის მრავალფეროვან არჩევანთან ერთად, სასაჩუქრე ბოქსის შეკვეთაც შეგიძლია, 8000 მოსავლის მიერ შერჩეული ექსკლუზიური ღვინითა და ტკბილეულით.
Alcorium-ში პრემიუმ კლასის ვისკის და ღვინოს დიდი ფასდაკლებით შეუკვეთავ.
Whisky house-ში კი სასმელების დიდ ასორტიმენტზე მნიშვნელოვანი ფასდაკლება გელოდება.

სათამაშოები

სათამაშოს შერჩევა მარტივი არ არის, ამიტომ ეს მინიშნებები ნამდვილად დაგეხმარება.

I-electronics-ში დისტანციურად მართვადი მანქანების ძალიან საინტერესო მოდელებს შეარჩევ.
Ollivander’s Store-ში საჩუქრების უდიდესი არჩევანია ჰარი პოტერის ფანებისთვის.
სამაგიდო თამაშები შეგიძლია შეუკვეთო Board Games CornerKura Kura და Film House-ში.
Pepela-ში სათამაშოებზე დიდი ფასდაკლება გელის.
Zoomer-ში კი, სხვა მრავალ ტექნიკასთან ერთად, სათამაშო კონსოლების და კონსოლის თამაშების შეკვეთაც შეგიძლია.

სახლის აქსესუარები

სახლის აქსესუარები ყოველთვის არაჩვეულებრივი საჩუქარია, განსაკუთრებით, როცა მას საახალწლო განწყობაც მოაქვს.

Manamo/Tac ულამაზეს საახალწლო კოლექციას გთავაზობს. აქ საახალწლო პლედების და თეთრეულის შეკვეთას შეძლებ.
Blue Tabla-ში ქართული სუფრების დიდ კოლექციას აღმოაჩენ.
Tabla Nova ღვინის აქსესუარების და ჭურჭლის გამორჩეულ კოლექციას გთავაზობს.
Zezetsari-ში კი ქართული ტექსტილის და სასაჩუქრე ნაკრებების შერჩევას შეძლებ.

რასაც არ უნდა ეძებდე, ტრადიციულ თუ ორიგინალურ საჩუქარს, ვოლტზე ყველაფერს აღმოაჩენ. ასე რომ დაისვენე, კომფორტულად მოეწყვე, მშვიდად დაათვალიერე და ისიამოვნე შენს კარამდე მოტანილი საახალწლო საჩუქრებით.

ბედნიერ ახალ წელს 💙