ვოლტი და საქართველოს ბანკი ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად
მარტში ვოლტის და საქართველოს ბანკის ერთობლივი მასშტაბური კამპანია დაიწყო, რომელიც ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად ხორციელდება. კამპანიის ფარგლებში ქალ მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ სხვადასხვა შეთავაზებით თავისი ბიზნესის განვითარებისთვის. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ბმულზე ნახოთ.
ჩვენ კი გთავაზობთ, უფრო ახლოდან გაიცნოთ რამდენიმე მეწარმე ქალი, რომლისთვისაც ვოლტთან და საქართველოს ბანკთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ბიზნესის ზრდისა და განვითარებისთვის გზაზე.
ანუკი ბიწაძე, Black Market-ის დამფუძნებელი
„Black Market 5 წლის წინ სოციალური ქსელის ჯგუფით დაიწყო. სივრცე, სადაც ხელმისაწვდომი იყო კოსმეტიკა და თავის მოვლის საშუალებები, მომხმარებელმა მალე შეიყვარა და მაღაზიის გახნის ბიძგიც სწორედ ამან მომცა.
ვოლტი იყო პირველი საკურიერო პლატფორმა, სადაც ჩვენი პროდუქცია გამოჩნდა. ვოლტმა არა მხოლოდ მრავალი შეკვეთის მიღების საშუალება, არამედ ჩვენთვის სრულიად ახალ სამომხმარებლო სეგმენტებზე წვდომაც მოგვცა. საქართველოს ბანკმა კი, მხარი დაუჭირა ჩვენს ბიზნესს და ჩვენზე მორგებული ბიზნეს სესხის საშუალებით გავზარდეთ იმპორტი და მაღაზიის ასორტიმენტი.
ახლა ვმუშაობთ აპლიკაციის შექმნაზე, რამაც ჩვენი ბიზნესის საზღვრებს გარეთ გატანის შესაძლებლობა უნდა მოგვცეს. ჩვენ პატარა, მაგრამ სწორი ნაბიჯებით მივიწევთ წინ და ამ გზაზე უკვე ბევრი მეგობარი და მხარდამჭერი გავიჩინეთ.“
ნუკა ბარბარე ჩოხელი და სალომე წილოსანი, Amelie flowers-ის დამფუძნებლები
„ყვავილების ონლაინ გაყიდვა 2015 წელს დავიწყეთ, როცა სამსახურის პარალელურად ჩვენთვის სასიამოვნო საქმიანობის წამოწყება გადავწყვიტეთ. ვოლტთან თანამშრომლობამ დაფარვის დიდ არეალზე მოგვცა წვდომა, ასევე შევძელით ჩვენი მომხმარებლებისთვის მიწოდების მაღალი ხარისხის, გამართული პროცესებისა და სწრაფი უკუკავშირის უზრუნველყოფა. საქართველოს ბანკთან თანამშრომლობის გზით ჩვენს მომხმარებლებს ახალ, დამატებით ბენეფიტებს ვთავაზობთ, რაც ჩვენი საერთო მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო სასიამოვნო გამოცდილებაა.
ამჟამად ყვავილების მაღაზიების ბაზრის ყველაზე დიდ წილს ვფლობთ და ვმუშაობთ იმაზე, რომ ამელის თაიგულები უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ და მათი შეძენა ნებისმიერ საფასო კატეგორიაში და საქართველოს ყველა რეგიონში იყოს შესაძლებელი.“
ქრისტინე ბუბუნაშვილი, საკონდიტროების ქსელი Lime-ის დამფუძნებელი
„8 წლის წინ გადავწყვიტე ჩემი საყვარელი საქმე ბიზნესად მექცია და ისეთი საკონდიტრო გამეხსნა, რომელიც ყველასათვის საყვარელი გახდებოდა. ვოლტთან თანამშრომლობა ძალიან კარგი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ ჩვენი პროდუქტი უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ, რაც გაყიდვების მნიშვნელოვან ზრდასაც უზრუნველყოფს.
საქართველის ბანკთან წლებია ვთანამშრომლობთ. მისი ინიცირებული მარკეტინგული აქტივობები ცნობადობისა და გაყიდვების ზრდაში გვეხმარება.
სამომავლოდ კი, დიდი გეგმები გვაქვს. დიდი სურვილი გვაქვს, რომ საქართველოს სხვა ქალაქებშიც ვიყოთ წარმოდგენილი. ასევე ვგეგმავთ ახალი მიმართულებების დამატებას, როგორიცაა წვეულებების ორგანიზება და ტკბილეულის სრულიად ახალი ხაზების წარმოება.“
მარიამ ბახტაძე, Burger Space-ის დამფუძნებელი
„ჩვენი ობიექტი პანდემიის დროს, 2021 წელს გაიხსნა. ეს რთული პერიოდი იყო არა მხოლოდ ახალი რესტორნისთვის, არამედ ბაზარზე არსებული პრაქტიკულად ყველა კვების ობიექტისთვის. მიუხედავად ამისა, ჩვენმა ბურგერებმა, რომელიც განსხვავებული გემოთი და არასტანდარტული კომბინაციებით გამოირჩევა, მომხმარებლის მოწონება ძალიან მოკლე დროში დაიმსახურა. ვოლტთან თანამშრომლობა უდიდესი კომფორტია პირველ რიგში მომხმარებლისთვის, რომელსაც სახლიდან გაუსვლელად შეუძლია მიიღოს ნებისმიერი პროდუქტი უმოკლეს დროში. ასევე, მნიშვნელოვანია საუკეთესო მხარდაჭერის სერვისი, რომელსაც ვოლტი როგორც მომხმარებელს, ასევე თავად ობიექტს უწევს.
უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ფილიალების გახნას საქართველოს დიდ ქალაქებში.“