დააგროვე შეკვეთები და გაემგზავრე ევროპის ჩემპიონატზე 🇪🇺 ⚽️

მაისში Wolt-ის დაბადების დღეა:blue_heart:

ჩვენ მე-6 წელია ვემსახურებით ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს საქართველოში. ეს საკმაოდ გრძელი გზა თქვენი ნდობითა და მხარდაჭერით გავიარეთ, გავძლიერდით და გავიზარდეთ. ამ განსაკუთრებული თარიღის გასაზიარებლად და ჩვენი მადლიერების ნიშნად, Wolt-ის ყველაზე ერთგული მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული საჩუქარი გვაქვს – საგზური წლის ყველაზე სანატრელ სპორტულ ღონისძიებაზე – ევრო 2024-ზე!

16-დან 31 მაისამდე შეგიძლია დააგროვო სუპერმარკეტებში განხორციელებული შეკვეთები და გაემგზავრო ევროპის ჩემპიონატზე!

ორი მომხმარებელი, რომელიც შეკვეთების მაქსიმალურ რაოდენობას დააგროვებს, ორ კაციანი საგზურით დაჯილდოვდება და საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მატჩებს დაესწრება.

შეთავაზება აქტიურია დამოუკიდებლად Wolt Market-ის ჭრილში და ასევე სხვა სუპერმარკეტებში.

ყველა სუპერმარკეტში გარდა Wolt Market-ისა, ვინც ყველაზე მეტ შეკვეთას დააგროვებს, საჩუქრად მიიღებს ორ კაციან საგზურს 18 ივნისის საქართველო-თურქეთის მატჩზე დასასწრებად, ხოლოდ Wolt Market-ში დაგროვებული შეკვეთების პირველ მომხმარებელს გადაეცემა 22 ივნისის საქართველო-ჩეხეთზე დასასწრები საგზური.

ორივე თამაშის საგზური არის ორ კაციანი და მოიცავს ყველაფერს – ავიაბილეთებს, სასტუმროში განთავსებასა და, რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრების მატჩზე დასასწრებ ბილეთებს.

აქციაში მონაწილეობის მისაღებად, უბრალოდ განაგრძე ჩვენი სერვისის გამოყენება და შეუკვეთე ხილი, ბოსტნეული, სნექი, სასმელი, პირველადი მოხმარების საგნები თუ მრავალი სხვა Wolt-ით და ყოველი შეკვეთით დაუახლოვდი სანატრელ თამაშზე დასწრებას.

ჩვენი ყველაზე ერთგული მომხმარებლებისთვის ამ დაუვიწყარი გამოცდილების შეთავაზება ჩვენთვის დაბადების დღის საუკეთესო საჩუქარია. ამიტომაც ასე მოუთმენლად გელით შენ, ჩვენს საიუბილეო აქციაში გამარჯვებულს, რომელსაც თან ჩვენს გულსაც გავატანთ ჩვენი ნაკრების საგულშემატკივროდ 💙 🇬🇪

დეტალები აპლიკაციაში შეგიძლია ნახო: https://wo.lt/d4e3x