Wolt x Coca-Cola
Wolt x Coca-Cola
კონკურსის „შეიძინე ყველაზე მეტჯერ Coca-Cola Combo და მოიგე პრიზები“ წესები და პირობები
1. ზოგადი დებულებები
1.1. წინამდებარე წესები და პირობები („წესები“) არეგულირებს სარეკლამო კონკურსს „შეიძინე ყველაზე მეტჯერ Coca-Cola Combo და მოიგე პრიზები“ („კამპანია“), რომელიც ტარდება Wolt-ის პლატფორმაზე.
1.2. კამპანიის ორგანიზატორია Wolt Georgia LLC, საიდენტიფიკაციო კოდი: 405260042 („ორგანიზატორი“), Coca-Cola-სთან თანამშრომლობით.
1.3. კამპანიის ფარგლებში გამარჯვებულები განისაზღვრებიან ობიექტური და წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმის საფუძველზე — კამპანიის პერიოდში Wolt-ის პლატფორმაზე კამპანიაში მონაწილე პარტნიორი რესტორნებიდან/სუპერმარკეტებიდან შეძენილი Coca-Cola Combo მენიუების რაოდენობის მიხედვით.
1.4. გამარჯვებულის გამოვლენა არ ეფუძნება შემთხვევითობას.
1.5. კამპანია არ წარმოადგენს ლატარიას, აზარტულ თამაშს ან შემთხვევითობაზე დაფუძნებულ წამახალისებელ გათამაშებას.
2. კამპანიის პერიოდი
2.1. კამპანია ტარდება 2026 წლის 3 ნოემბრიდან 2026 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით.
2.2. კამპანიაში გათვალისწინებული იქნება მხოლოდ ის კვალიფიციური შეკვეთები, რომლებიც განხორციელდება აღნიშნული პერიოდის განმავლობაში.
2.3. საბოლოო გამარჯვებულები გამოვლინდებიან კამპანიის დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრისა.
3. მონაწილეობის უფლება
3.1. კამპანიაში მონაწილეობა შეუძლია ფიზიკურ პირს, რომელიც:
ა) არის 18 წლის ან უფროსი;
ბ) კანონიერად იმყოფება საქართველოში;
გ) ფლობს მოქმედ Wolt-ის ანგარიშს.
3.2. კამპანიაში მონაწილეობა ეკრძალებათ:
ა) ორგანიზატორის თანამშრომლებს, თუ მათ აქვთ უშუალო წვდომა კამპანიის შედეგებზე ან მონაწილეობენ კამპანიის ორგანიზებაში;
ბ) კამპანიის ორგანიზებასა და განხორციელებაში უშუალოდ ჩართულ სხვა პირებს.
4. მონაწილეობა და შედეგების დათვლა
4.1. კამპანიაში მონაწილეობა არ საჭიროებს დამატებითი საფასურის გადახდას, გარდა Wolt-ის პლატფორმაზე პროდუქტის ჩვეულებრივი წესით შეძენისა და შეკვეთასთან დაკავშირებული შესაბამისი საფასურისა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
4.2. მომხმარებელი ავტომატურად ერთვება კამპანიაში, თუ კამპანიის პერიოდში Wolt-ის პლატფორმის მეშვეობით, კამპანიაში მონაწილე პარტნიორი რესტორნიდან/სუპერმარკეტიდან შეიძენს სპეციალურად კამპანიისთვის განსაზღვრულ Coca-Cola Combo Menu-ს („კვალიფიციური პროდუქტი“).
4.3. გამარჯვებულების გამოსავლენად დაითვლება მონაწილის მიერ კამპანიის პერიოდში განხორციელებული იმ შეკვეთების რაოდენობა, რომლებიც შეიცავს სულ მცირე ერთ კვალიფიციურ Coca-Cola Combo Menu-ს.
4.4. თითოეული შეკვეთა, რომელიც შეიცავს სულ მცირე ერთ კვალიფიციურ Coca-Cola Combo Menu-ს, ჩაითვლება ერთ კვალიფიციურ შეკვეთად.
4.5. თუ ერთი შეკვეთის ფარგლებში მომხმარებელი შეიძენს ერთზე მეტ კვალიფიციურ Coca-Cola Combo Menu-ს, აღნიშნული შეკვეთა მაინც ჩაითვლება მხოლოდ ერთ კვალიფიციურ შეკვეთად, მასში შემავალი Combo Menu-ების რაოდენობის მიუხედავად.
4.6. შედეგების დათვლისას არ გაითვალისწინება:
ა) გაუქმებული შეკვეთა;
ბ) სრულად დაბრუნებული შეკვეთა;
გ) შეკვეთა, რომელიც ორგანიზატორის შეფასებით განხორციელებულია თაღლითური ქმედებით, ტექნიკური მანიპულაციით ან კამპანიის მექანიკის არაკეთილსინდისიერი გამოყენებით.
4.7. შედეგების დადგენა ხდება Wolt-ის სისტემაში არსებული მონაცემების საფუძველზე.
5. გამარჯვებულების გამოვლენა
5.1. გამარჯვებულების გამოსავლენად დაითვლება თითოეული მონაწილის მიერ კამპანიის სრული პერიოდის განმავლობაში შეძენილი კვალიფიციური Coca-Cola Combo Menu-ების ჯამური რაოდენობა.
5.2. გამარჯვებულებად დასახელდებიან ის მონაწილეები, რომლებმაც კამპანიის პერიოდში შეიძინეს ყველაზე მეტი კვალიფიციური Coca-Cola Combo Menu.
5.3. გამოვლინდება 10 გამარჯვებული.
5.4. გამარჯვებულების ადგილები განისაზღვრება შემდეგნაირად:
I–X ადგილები განისაზღვრება მონაწილეთა შედეგების კლებადობის მიხედვით: I ადგილს დაიკავებს საუკეთესო შედეგის მქონე მონაწილე, II ადგილს — მეორე საუკეთესო შედეგის მქონე მონაწილე და ასე გაგრძელდება X ადგილის ჩათვლით.
5.5. თუ ორ ან მეტ მონაწილეს ექნება შეძენილი კვალიფიციური პროდუქტის თანაბარი რაოდენობა, უპირატესობა მიენიჭება იმ მონაწილეს, რომელმაც შესაბამის შედეგს უფრო ადრე მიაღწია.
6. პრიზები
6.1. კამპანიის გამარჯვებულები მიიღებენ შემდეგ პრიზებს:
I ადგილი — 1 000 ლარი
II ადგილი — 1 000 ლარი
III ადგილი — 1 000 ლარი
IV ადგილი — 500 ლარი
V ადგილი — 500 ლარი
VI ადგილი — 500 ლარი
VII ადგილი — 500 ლარი
VIII ადგილი — 500 ლარი
IX ადგილი — 500 ლარი
X ადგილი — 500 ლარი
6.2. გამარჯვებულს პრიზი გადაეცემა 6.1 პუნქტით განსაზღვრული ოდენობით.
6.3. პრიზის ვიზუალური მასალა, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს კამპანიის კომუნიკაციაში, შესაძლოა ოდნავ განსხვავდებოდეს რეალურად გადასაცემი პრიზისგან, თუმცა მისი ძირითადი მახასიათებლები შენარჩუნებული იქნება.
7. პრიზის გადაცემა
7.1. გამარჯვებულებს პრიზის გადაცემის მიზნით დაუკავშირდება ორგანიზატორის წარმომადგენელი Wolt-ის ანგარიშთან დაკავშირებული საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით.
7.2. პრიზის გადაცემამდე ორგანიზატორი უფლებამოსილია მოითხოვოს მონაწილის ვინაობისა და ასაკის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.
7.3. პრიზი გამარჯვებულს გადაეცემა საბოლოო შედეგების დადგენიდან გონივრულ ვადაში.
7.4. თუ გამარჯვებული ორგანიზატორის მიერ დაკავშირებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში არ უპასუხებს ორგანიზატორს ან არ მიაწვდის პრიზის მისაღებად საჭირო ინფორმაციას, ორგანიზატორი უფლებამოსილია გამარჯვებულად განსაზღვროს შესაბამის რეიტინგში მომდევნო მონაწილე.
7.5. ორგანიზატორი უფლებამოსილია გააუქმოს მონაწილის შედეგი ან გამარჯვებულის სტატუსი, თუ გამოვლინდება:
ა) წინამდებარე წესების დარღვევა;
ბ) თაღლითობა ან სავარაუდო თაღლითობა;
გ) სისტემით ან კამპანიის მექანიკით მანიპულირება;
დ) სხვა არაკეთილსინდისიერი ან არამართლზომიერი ქმედება.
8. გადასახადები
8.1. კამპანიის ფარგლებში მიღებული პრიზი შეიძლება წარმოადგენდეს გამარჯვებულის დაბეგვრად შემოსავალს საქართველოს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.
8.2. პრიზთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულებები შესრულდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
9. პერსონალური მონაცემები
9.1. კამპანიის ფარგლებში მონაწილეთა პერსონალური მონაცემები მუშავდება მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია:
ა) კამპანიის ადმინისტრირებისთვის;
ბ) შედეგების დასადგენად;
გ) გამარჯვებულებთან დასაკავშირებლად;
დ) პრიზების გადასაცემად.
9.2. ორგანიზატორი პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
9.3. საჭიროების შემთხვევაში, გამარჯვებულის სახელი ან ინიციალები შეიძლება გამოქვეყნდეს კამპანიის შედეგების კომუნიკაციის მიზნით, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში.
10. კამპანიაში მონაწილე პარტნიორი რესტორნები/სუპერმარკეტები
10.1. კამპანიაში მონაწილეობენ Wolt-ის პლატფორმაზე განთავსებული შემდეგი პარტნიორი რესტორნები/სუპერმარკეტები:
- Imperi Vazisubani
- Imperi
- Shemomechama Saburtalo
- Shemomechama
- Machakhela Samikitno Kostava
- Merdini Vazha-pshavela
- Pasanauri Kazbegi
- Napertskali
- Pasanauri Dolidze
- Lala’s Time
- Machakhela Samikitno Khizanishvili
- Merdini Dighomi
- Asi Khinkali Saburtalo
- Pasanauri Meidani
- Gurmani Merdini Bakhtrioni
- Pasanauri Leonidze
- Merdini Bazari Orbeliani
- Geamo
- Pasanauri Kaklebi
- Ori Katkha
- Machakhela Samikitno Varketili
- Merdini Isani
- HB Sanapiro
- Asi Khinkali
- Asi Khinkali Old Tbilisi
- Keppe
- Pasanauri Baratashvili
- Guliani By Chicago
- Khinkali & Kababi Dighomi
- Khinkali & Kababi Vake
- Pharsaki – ფარსაკი
- Puroba Lisi
- Mardebi
- Puris Rigi
- Oqros Qerqi
- Borge
- Kultura – კულტურა
- Sakhli Veraze
- Ana’s Bakery
- Supra Saburtalo
- Mtis Kubdari
- Craft Wine Restaurant
- MZA
- SPAR Vazha-Pshavela
- SPAR Kostava
- SPAR Chitaia
- SPAR Varketili
- SPAR Didi Dighomi
- SPAR Saburtalo Tsintsadze
- SPAR Tsereteli
- SPAR Paliashvili
- SPAR Amaghleba
- SPAR Bulachauri
- SPAR Dighomi Massive
- SPAR Mukhiani
- SPAR Batumi Gorgiladze
- SPAR Shartava
- SPAR Aghmashenebeli
- SPAR Avlabari
- SPAR Kipshidze
- SPAR Nadikvari
- SPAR Kartozia
- SPAR Gamrekeli
- SPAR Gorgasali
- SPAR Zurgovani
- SPAR Nikoladze
- SPAR Isani
- SPAR Chavchavadze
- SPAR Agmashenebeli Alley
- SPAR Orkhevi
- SPAR Gonashvili-Meskhishvili
- SPAR Mosashvili
- SPAR Gamsakhurdia
- Carrefour Batumi
- Carrefour Saburtalo
- Carrefour Vake
- Carrefour Mtatsminda
- Carrefour Kavtaradze – Jikia
- Carrefour Isani
- Carrefour Dighomi
- Carrefour Varketili – Vazisubani
- Carrefour Eristavi
- Carrefour Express – Arakishvili
- Carrefour Kutaisi
- Carrefour Vazisubani
- Carrefour Gldani 2
- Carrefour Express – Didi Dighomi
- Carrefour Shindisi
- Carrefour Jikia
- Carrefour Express – Jikia 2
- Carrefour Sarajishvili
- Carrefour Express – Gelovani
- Carrefour Poti
- Carrefour Gori
- Carrefour Zugdidi
- Carrefour Express – Varketili – Nakashidze
- Carrefour Express – Lisi
- VAKE BY SPAR Melikishvili
- VAKE BY SPAR Vazha Pshavela
- VAKE BY SPAR Chkhondideli
- VAKE BY SPAR Tsotne Dadiani
- VAKE BY SPAR Kazbegi 517
- VAKE BY SPAR Tsavkisi
- VAKE BY SPAR Kavsadze
- VAKE BY SPAR Ingorokva
- VAKE BY SPAR Gldani 617
- VAKE BY SPAR Barnovi
- VAKE BY SPAR Chavchavadze
- VAKE BY SPAR Delisi
- VAKE BY SPAR Shindisi
- VAKE BY SPAR Vake
- Smart Saburtalo
- Smart Maghlivi
- Smart Chughureti
- Smart Pepela
- Smart Aghmashenebeli Alley
- Smart Batumi
- Smart Batumi Khalvashi
- Smart Kutaisi
- Smart Didube
- Smart Kobuleti
- Smart Tbilisis Zgva
- Magniti Aghmashenebeli Alley
- Magniti Batumi Inasaridze
- Jozy’s Bakery Vazisubani
- Keria Gamrekeli
- Keria Kekelidze
- Keria Phaliashvili
- Keria Griboedovi
- Keria Aghmashenebeli
- Keria Nutsubidze
- Keria Saburtalo
- Keria Didi Dighomi
- Keria Vera
- Assorti
- Assorti Nutsubidze
- Assorti Pekini
- Assorti Abashidze
- Assorti Berbuki
- Assorti Dighomi
- Assorti University
- Assorti Tskneti
- Assorti Nikoladze
- Assorti Vasilisko
- Assorti Politkovskaia
- Chashnagiri Leselidze
- Assorti Lunch Dighomi
- Assorti Lunch Nikoladze
- Assorti Lunch Abashidze
- Assorti Lunch University
10.2. კამპანიაში მონაწილეობისა და შეკვეთის შედეგში ჩასათვლელად, Coca-Cola Combo Menu შეძენილი უნდა იყოს Wolt-ის პლატფორმის მეშვეობით, ერთ-ერთი ზემოაღნიშნული პარტნიორი რესტორნიდან/სუპერმარკეტიდან.
10.3. კამპანიაში ჩაითვლება მხოლოდ ის Combo Menu-ები, რომლებიც Wolt-ის პლატფორმაზე კონკრეტულად მონიშნულია როგორც კამპანიაში მონაწილე Coca-Cola Combo შეთავაზება.
11. Coca-Cola Combo Menu
11.1. კამპანიაში მონაწილე Coca-Cola Combo Menu ნიშნავს პარტნიორი რესტორნის / სუპერმარკეტის მიერ შეთავაზებულ სპეციალურ მენიუს ან კომბოს, რომელშიც შედის შესაბამისი კვების პროდუქტი/პროდუქტები და Coca-Cola-ს პროდუქტი.
11.2. კონკრეტული Combo Menu-ის შემადგენლობა, ფასი და ხელმისაწვდომობა შეიძლება განსხვავდებოდეს პარტნიორი რესტორნის/სუპერმარკეტის მიხედვით.
11.3. თითოეული პარტნიორი რესტორნის/სუპერმარკეტის შესაბამისი Coca-Cola Combo Menu ნაჩვენები იქნება Wolt-ის პლატფორმაზე.
12. დასკვნითი დებულებები
12.1. წინამდებარე წესები და კამპანია რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
12.2. კამპანიაში მონაწილეობა ნიშნავს მონაწილის მიერ წინამდებარე წესების გაცნობასა და მათზე თანხმობას.
12.3. ორგანიზატორი უფლებამოსილია გადაამოწმოს მონაწილის მიერ წინამდებარე წესების დაცვა.
12.4. ორგანიზატორი უფლებამოსილია შედეგების დათვლისას არ გაითვალისწინოს ნებისმიერი შეკვეთა, რომელიც განხორციელებულია წინამდებარე წესების დარღვევით, თაღლითური ქმედებით ან კამპანიის მექანიკის არაკეთილსინდისიერი გამოყენებით.
12.5. ტექნიკური ხარვეზის, პლატფორმის შეფერხების ან ორგანიზატორის კონტროლს მიღმა არსებული გარემოების შემთხვევაში, ორგანიზატორი უფლებამოსილია განახორციელოს კამპანიის პირობებში გონივრული ცვლილებები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
12.6. კამპანიასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც პირდაპირ არ არის მოწესრიგებული წინამდებარე წესებით, გადაწყდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
12.7. კამპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციას გაეცანით Wolt Georgia-ს ოფიციალურ Facebook-გვერდზე: https://www.facebook.com/woltgeorgia